რა შენდება ჭავჭავაძის გამზირზე, სადაც ჩამოშლილმა მიწამ ქვეშ 2 ადამიანი მოიყოლა - კვირის პალიტრა

რა შენდება ჭავჭავაძის გამზირზე, სადაც ჩამოშლილმა მიწამ ქვეშ 2 ადამიანი მოიყოლა

ჭავჭავაძის გამზირის #5-ში, სადაც დღეს საღამოს მიწა ჩამოიშალა და 2 ადამიანი მოიყოლა, არსებული ინფორმაციით, მრავალპროფილური საავადმყოფო შენდება. საუბარია ვაკის ყოფილი ლეჩკომბინატის ტერიტორიაზე. ამ ტერიტორიაზე მშენებლობა ორიოდე თვის წინ დაიწყო და პროექტის მიხედვით, 2021 წელს დასრულდება. არსებული პროექტით, ჭავჭავაძის გამზ. #5- ში სამედიცინო დაწესებულებასთან ერთად ლანდშაფტური პარკი და მუზეუმი მოეწყობა.

სამშენებლო სამუშაოებს შპს ლეჩკომბინატი №1-ის დაკვეთით სამშენებლო კომპანია „ტრანსმშენი“ აწარმოებს.

„ვაკის ლეჩკომბინატის“ შენობა კომპანია შპს ლეჩკომბინატი №1-მა (წარსულში შპს დილა 2010-ი) 2010 წელს ეკონომიკის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ აუქციონზე შეიძინა. ობიექტის შესაძენად მაშინ ორი კომპანია — კავკასიის უძრავი ქონების ჯგუფი და შპს დილა 2010 იბრძოდნენ, საბოლოოდ გამარჯვებულად კი შპს დილა 2010 დასახელდა. აუქციონზე ობიექტის გასაყიდი საწყისი ფასი 4 300 000 აშშ დოლარს შეადგენდა, თუმცა საბოლოოდ კომპანიამ 7,3 მილიონი დოლარი გადაიხადა. გაგრძელება