"ცილი დამწამეს, სამშობლოს და პატრიარქს უღალატაო... აღმოჩნდა, რომ თურმე სასულიერო პირებისგანაც ყოფილა ჩემზე თავდასხმა"
"ცილი დამწამეს, სამშობლოს და პატრიარქს უღალატაო... აღმოჩნდა, რომ თურმე სასულიერო პირებისგანაც ყოფილა ჩემზე თავდასხმა"
უკვე კარგა ხანია ქვეყანაში ვნებათაღელვა არ ცხრება 17 მაისთან დაკავშირებით... "ქართული მარშის" ერთ-ერთმა ლიდერმა სანდრო ბრეგაძემ "ფეისბუკში" გაავრცელა ინფორმაცია, რომ თითქოს ლგბტქი თემს შეეშინდა და დაგეგმილი ღონისძიება გააუქმა, თუმცა როგორც ირკვევა, ამგვარი ღონისძიება არც ჰქონიათ დაგეგმილი. მათი განმარტებით, "ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღე პოლიტიკურმა და რელიგიურმა ექსტრემისტულმა ჯგუფებმა მიისაკუთრეს და ლგბტქი ადამიანებისთვის ქუჩაში უსაფრთხო სივრცე აღარ დატოვეს". ისინი აცხადებენ, რომ მათი ღონისძიება ლგბტქ პრაიდი 18-23 ივნისს გაიმართება.

როგორც მოგეხსენებათ, 17
მაისს საპატრიარქო ოჯახის სიწმინდის დღის აღსანიშნავად გალა-კონცერტის გამართვას გეგმავს. ვინაიდან ამ ღონისძიებაში მონაწილობაზე უარი ცნობილმა მომღერლებმა სხვადასხვა საბაბით განაცხადეს, მათ მიმართ აგრესიამ პიკს მიაღწია...
მომღერალმა თამრიკო ჭოხონელიძემ გალა-კონცერტში მონაწილოებაზე უარი იმ მოტივით განაცხადა, რომ არ სურდა საზოგადოებაში დაპირისპირებისთვის შეეწყო ხელი. ახლა კი, აი, რა გვითხრა:

- 17 მაისს თუ მხოლოდ ოჯახის სიწმინდის დღე აღინიშნება, მაშინ დიდი სიამოვნებით მივიღებ მონაწილეობას საპატრიარქოს მიერ დაგეგმილ გალა-კონცერტში...
ბუნებრივია, ამას მე ვერ შევთავაზებ, თვითონ თუ დამიკავშირდებიან და კიდევ აქვთ სურვილი ჩემი მიწვევის, არაფერი მოსარიდებელი არ არის! თუ აღარ აქვთ ის წყენა, რაც ხალხში, მე ვიტყოდი, უნამუსოდ გავრცელდა... ერთი პატარა ფეხს დაცდომა და იმ წუთას გადაგთელავენ!

- თქვენ ხომ არ თვლიდით, რომ ეს ფეხის დაცდომა იყო და კონცერტში მონაწილეობაზე უარი გააზრებულად თქვით...
- დიახ, რა თქმა უნდა! ყველაფერი გააზრებულად გადავწყვიტე და მაშინვე ცილი დამწამეს, სამშობლოს და პატრიარქს უღალატაო... შემეჯიბროს ყველა საქართველოს და პატრიარქის სიყვარულშიც, ასევე ოჯახის სიწმინდის მიმართულებით! მთელი ჩემი ცხოვრების წესით ვამტკიცებ, მგონი, ამ ყველაფერს! ამიტომ არავის მივცემ იმის უფლებას, ასე ერთი ხელის მოსმით გადამთელონ!

აღმოჩნდა, რომ თურმე სასულიერო პირებისგანაც ყოფილა ჩემზე თავდასხმა. მითხრეს, მათი არასწორი და არასამართლიანი გამონათქვამების შესახებ და ყველას ვთხოვ, თავიანთ ცხოვრებას მიხედონ განურჩევლად მრწამსისა... თქვენი მედიის საშუალებით მივმართავ საპატრიარქოს, 17 მაისს თუ მხოლოდ კონცერტი იქნება და საჭირო ვიქნები, დამიკავშირდნენ და ნებისმიერ დროს მზად ვარ მონაწილეობის მისაღებად!

მაქსიმალურად თავს ვარიდებ სოციალურ ქსელს, ამდენი ბოროტება და ცილისწამება რომ თავიდან ავიცილო! შემიძლია თამამად გითხრათ, რომ ჩემს პრესტიჟს და ღირსებას ვერაფერს დააკლებენ, რამდენიც უნდა, იმდნეი წეროს უსინდისო ხალხმა! იხილეთ სრულად

იხილეთ ასევე: "თავის დროზე გიასთან ოჯახი დიდი სიყვარულით შევქმენი" - თამრიკო ჭოხონელიძის გულახდილი ინტერვიუ
dali
17 მაისი 2019 06:38
ქალბატონო თამარ, როგორც თქვენ თვლით სწორედ და საჭიროდ ისე მოიქეცით, თქვენ ჭკუა არავისგან არ გესწავლებათ! რაც შეეხება ერს და ბერს ყველა გადაგვარებული და გაბოროტებულია! თქვენ ეკლესიისთვისაც და ხალხისთვისაც მარტო იმ საგალობლით თქვით, თქვენი სათქმელი მთელმა ოჯახმა! დალოცვილი იყავით მუდამ!
მარი
16 მაისი 2019 23:18
ეს მღვდლები მალე აუტო- დაფეს მოგვიწყობენ, სიწმინდეზე ლაპარაკს რომ დაიწყებენ, ანა ბაგრატიონის ამბავი გაიხსენონ.
antibneleti
07 მაისი 2019 21:07
შეიგნეთ, ფარისევლებო, რომ სამშობლო არც მთავრობაა და არც პატრიარქი! წერტილი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?