"ერთი კვირის წინ ვიგრძენი, რომ ტელეფონი გამიტეხეს" - რას ამბობს ლექტორი, რომელსაც სტუდენტი სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს
"ერთი კვირის წინ ვიგრძენი, რომ ტელეფონი გამიტეხეს" - რას ამბობს ლექტორი, რომელსაც სტუდენტი სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს
ბათუმის საკრებულოში "ქართული ოცნების" დეპუტატი და შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი ომარ მახარაძე სექსუალურ შევიწროებასთან დაკავშირებით მისი სტუდენტის ბრალდებებს უარყოფს.

როგორც ომარ მახარაძემ ტვ25-ის ეთერში განაცხადა, ტელეფონის "აიქლაუდი" გაუტეხეს.

დეპუტატი გამოძიების შედეგებს ელოდება.

"ეს არის დაგეგმილი სიცრუე, სიბინძურე. ჩემი ტელეფონის "აიქლაუდი" გატეხილია. არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე ვიგრძენი, რომ ჩემი ტელეფონი გატეხილი იყო. პარტიული დავალებით ხულოს მუნიციპალიტეტში არჩევნების პერიოდში ვიყავი. დაველოდოთ გამოძიებას და ვინც დამნაშავეა, შესაბამისად დაისჯება",- აცხადებს ომარ მახარაძე.

შეგახსენებთ, რომ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კურსის სტუდენტი გოგონა, ლექტორს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს.

იხილეთ ასევე: "მთხოვდა სელფებს საცურაო კოსტიუმში..." - რას ყვება ბათუმელი სტუდენტი, რომელიც ლექტორს სექსუალურ შევიწროვებაში ადანაშაულებს

"ინტერპრესნიუსი"

ბათუმი
24 მაისი 2019 10:10
სურათის რომ გადაიღო და გაუგზავნა აა იმ მომენტში ყგრძვნია :)))))
zara
24 მაისი 2019 09:43
თავის მართლება კიდე უფრო ცუდი საქციელია!
romani
24 მაისი 2019 06:23
უნდა დაისაჯოს სანიმუშოდ, რომ სხვამ ვეღარ გაბედოს, ასეთი ლექტორები და დეპუტატები რყვნიან ქვეყანას!

რუბრიკის სხვა სიახლეები
23-09-2019
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
23-09-2019
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
23-09-2019
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
23-09-2019
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
23-09-2019
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
23-09-2019
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
როგორ შეაფასებთ ბიზნესგარემოს დღეს საქართველოში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ ბიზნესგარემოს დღეს საქართველოში?