ბუბა კიკაბიძე: "გიორგი გაბუნიას რომ ვუსმენდი, ენა ჩამივარდა"
"რუსთავი 2"-ის წამყვანის, გიორგი გაბუნიას მიერ პირდაპირ ეთერში რუსეთის პრეზიდენტის ლანძრვა-გინებამ, ქვეყანაში სიტუცია კიდევ უფრო მეტად არია.
მომხდარის კომენტარი მომღერალ ბუბა კიკაბიძეს ვთხოვეთ:
- გიორგი გაბუნიას რომ ვუსმენდი, ენა ჩამივარდა! როგორ აგიხსნათ და მეტი რა გითხრათ... არც რუსეთს ვეტრფი და არც მის პრეზიდენტს, მაგრამ ამიტომ უნდა დადგე კაცი მიკროფონით და აგინო მკვდარი და ცოცხალი? - სრულიად გაუმართლებელია ეს ყველაფერი და ეგრეც დაწერეთ! იხილეთ სრულად