"ვერავინ დამეხმარებითო" - რას ჰყვება პეკინის ქუჩაზე 3 წლის ბავშვის დაჭრაში ბრალდებულის დედა
"ვერავინ დამეხმარებითო" - რას ჰყვება პეკინის ქუჩაზე 3 წლის ბავშვის დაჭრაში ბრალდებულის დედა
პეკინის ქუჩაზე 3 წლის ბავშვის დაჭრის ფაქტმა საზოგადოება შეზარა. ყველა აღნიშნავს, რომ ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანი სახელმწიფოს საზრუნავია. მომხდარიდან რამდენიმე საათის შემდეგ პოლიციამ განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით 51 წლის თამარ საძაგლიშვილი დააკავა და თბილისის საქალაქო სასამართლომ მას პატიმრობა შეუფარდა. საძაგლიშვილი თბილისში დედასთან ერთად ცხოვრობს, მაგრამ ოჯახს შეკვეთილში კერძო სასტუმრო აქვს და დედამისი ზაფხულს იქ ატარებდა. დაკავებულს ფსიქიკური პრობლემები აქვს.

თამარ საძაგლიშვილის მეზობლებიც გაოგნებული არიან მომხდარით. მას ყველა დადებითად ახასიათებს, თუმცა
აღნიშნავენ, რომ დროდადრო შეუნიშნავთ ფსიქიკური გადახრები: "წინადღეს დაღლილი, დადარდიანებული იჯდა, ვკითხეთ, ხომ არ დაგეხმაროთო და გვიპასუხა: არა, თქვენ ვერავინ დამეხმარებითო. ზრდილობიანი და თავდაჭერილი იყო, ეზოს ცხოველებზე ზრუნავდა, მათთვის საჭმელი ჩაჰქონდა".

"წამლები რომ შეწყვიტა, მაშინაც კარგად იყო, რამდენიმე დღის წინ კი ეს გააკეთა..."

გაზეთ "კვირის პალიტრას"
თამარ საძაგლიშვილის დედა, მანანა ჩხიკვაძე ესაუბრა. გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან:

- ორი წლის წინ შევამჩნიე აგრესიუ­ლობა, აღგზნება. ქავთარაძეზე ფსიქიატრიულ საავადმყოფოში დავაწვინეთ და რამდენიმე დღეში გამოვიყვანე. განყოფილების უფროსმა ნება დამრთო, თუ გინდათ, გაიყვანეთ და სახლში უმკურნალეთო. ასეც მოვიქეცი.

- დიაგნოზში რა უწერია?
- თავიდან მანიაკალურ-დეპრესიული ფსიქოზი ჩაუწერეს, მერე - შიზოფრენია.

- ალბათ, დანიშნულებით გამოუშვეს...
- არა, დანიშნულება არ დაუწერეს. მე მოვიყვანე შინ კერძო ფსიქიატრი, რომელიც გაესაუბრა, დარწმუნდა მის დიაგნოზში და დაუნიშნა "ჰალოპერიდოლის" ნემსები და რაღაც ტაბლეტები - სახელი აღარ მახსოვს. რამდენიმე თვე იღებდა ამ პრეპარატებს. ამის შემდეგ ცუდად გახდა - მოდუნდა, ვეღარ დადიოდა, ჰემოგლობინი 116 რომ უნდა ჰქონოდა, 30-მდე დაუვარდა. პოლიკლინიკის ექიმმა ჰემოგლობინის ასამაღლებელი დაუნიშნა, რომელმაც კარგად იმოქმედა. ამის შემდეგ სხვა ფსიქიატრი მოვუყვანე, ისევ კერძოდ. მან მოუხსნა ძველი პრეპარატები და დაუნიშნა "კეტილეპტი" და "ტრიტიკო". ყველა პრეპარატს ჩემი სახსრებით ვიძენდი. ცოტა ხანს სვამდა, მერე მიატოვა.

- მაშინ როგორ გრძნობდა თავს?

- ჰემოგლობინი 69-მდე აეწია. ფსიქიკური მდგომარეობა ნორმალური ჰქონდა. ჩეულებრივად საუბრობდა, საქმეს აკეთებდა, ხატავდა... წამლები რომ შეწყვიტა, მაშინაც კარგად იყო, რამდენიმე დღის წინ კი ეს გააკეთა...

- იმ დღეებში, როცა ეს ამბავი მოხდა, სახლში მარტო იყო?
- კი, მარტო იყო. იმავე ღამით, 23.30-ზე მელაპარაკა ტელეფონით. არაფერი ახსოვდა, მითხრა, კარგად ვარო. რაღაცებს მომიყვა - ეს გავაკეთე, ის მოვიტანეო... ახლა დაიძინე, მეც ვიძინებო. ამის შემდეგ ღამის 3 საათზე მოვიდნენ და წაიყვანეს.
...
არ ვიცი... იმდენ რამეს ამბობენ... "ფეისბუკში" ისიც დაწერეს, ძიძად მუშაობდა სამი თვის ბავშვთან და თვითონ მიატოვა სამსახურიო. ჩემს შვილს ძიძად არასდროს უმუშავია...

...
- ფსიქიატრიული კლინიკიდან რომ გამოგიშვეს, არ უთქვამთ, გარკვეული დროის შემდეგ ისევ მოდით,­ მდგომარეობა გავაკონტროლოთო?
- არა. ჩემს შვილს მკურნალობაზე უარი არ უთქვამს, მაგრამ მე რომ მისი შინ წაყვანა მოვინდომე, მითხრეს, თქვენი ნებააო. დაინტერესდნენ, კერძო ფსიქიატრს მოიყვანთო? კი-მეთქი, ვუთხარი.

- რა შეიძლებოდა გაკეთებულიყო ამის თავიდან ასაცილებლად?

- სახელმწიფოსგან არაფერს ველოდი, მე ჩემი შვილის დარდი მქონდა და თანახმა ვიყავი, კერძოდ მემკურნალა. სახელმწიფოს მე არაფერს ვთხოვ, მაგრამ ხომ უნდა შეემოწმებინათ, ვმკურნალობდი თუ არა?!


ნინო
02 სექტემბერი 2019 23:50
ბიზნესის დათმობა რა შუაშია,შენ შეინახავდი მაგათ?უჭირდა და წავიდა ერთი ორი კაპიკი ეშოვა,ყველას მისი გაჭირვება აქვს.
ეხ
02 სექტემბერი 2019 22:23
ამ ქალს მოსიყვარულე კაცი რომ ჰყოლოდა ასე არ დაავადდებოდა .
ასე ხდება შუნაბერების შემთხვევაში . ხალხი რას იტყვის სირცხვილია და ასე შემდეგ . აგერ ჩემს მამიდაშვილს ფეხებზე ეკიდა ხალხი რას იტყვის და ქალი პროფესორობის კანდიდატია თანაც უფიპლომოდ ყველანაირი განათლების გარეშე .
ეს საწყალი კი განალთლებული კარგი ოჯახი დან და საგიჟეთის კარს რა უკვე შეხორცებული.
ასეთივე განათლებული მყავს მეზობელი. პატრონი ვერ გამოუჩნდა ამ ჯუნგლებში რომ სამსახური იშოვოს ან გათხოვდეს ფსიქიკურად ეშინია ხალხის ანუ ჯუნგლების.
italia 10
02 სექტემბერი 2019 16:20
კერდზო მკურნალობას არ ჯობდა სახელმწიპოს უპასო მკურნალობიტ ,,, სირცხვილი პსიკიატრულსჰი დაწოლა არ არის ავადმკოპს უნდა მკურნალობა რომმ გამოკეტდეს და სავადმკოპოები კოველტვის უმკურნალებენ სახელმწიპო ხარჯებიტ

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ პარლამენტის მიერ  გენერალურ პროკურორად ირაკლი შოთაძის დაამტკიცებას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ პარლამენტის მიერ გენერალურ პროკურორად ირაკლი შოთაძის დაამტკიცებას?
თვის კითხვადი სტატიები