აღმოაჩინეს დიდი ოდენობით ვადაგასული ხორცი, რომელიც აჭარის საბავშვო ბაღებში უნდა შეეტანათ
აღმოაჩინეს დიდი ოდენობით ვადაგასული ხორცი, რომელიც აჭარის საბავშვო ბაღებში უნდა შეეტანათ
სურსათის ევროვნული სააგენტოს გურიის რეგიონულმა სამმართველომ, რამდენიმე საათის წინ, ოზურგეთის სოფელ დვაბზში დიდი რაოდენობით ვადაგასული ხორცი აღმოაჩინა.

სააგენტოს რეგიონული სამმართველოს უფროსის, მანანა ერქომაიშვილის თქმით, ეს არის შპს "სოფოს" კუთვნილი ფართობი, სადაც ხდებოდა ხორცის დამუშავება ფილეს მისაღებად. როგორც სამმართველოს წარმომადგენელმა გვითხრა, ეს შპს ამარაგებს აჭარისა და ოზურგეთის საბავშვო ბაღებს.

"ჩვენს მიერ აღმოჩენილი ხორცი, ვადაგასულია, ყოველგვარი ეტიკეტის და საბუთების გარეშე და ხვალ დილით უნდა შესულიყო აჭარის საბავშვო ბაღებში", - გვითხრა ერქომაიშვილმა.

მისივე
ინფორმაციით, დეტალების დასადგენად კომპანიის ხელმძღვანელობასთან დაკავშირება ვერ ხერხდება.

როგორც მანანა ერქომაიშვილმა kvirispalitra.ge-სთან საუბრისას აღნიშნა, ლაპარაკია, სავარაუდოდ, 1 ტონა ხორცზე, რომელის წარმომავლობაც დაუდგენელია.

აღსანიშნავია, რომ შპს "სოფოს" არაერთი სკანდალი უკავშირდება.

ხელვაჩაურში, ლანჩხუთში, ქობულეთში და სხვა მუნიციპალიტეტებში მათ მიერ შეტანილ ხორცზე, არაერთხელ დადგინდა კრიტიკული შეუსაბ
ამობა.

"ბევრჯერ მოხდა ამ კომპანიის დაჯარიმება, გაფრთხილება, თუმცა, მაინც ახერხებენ ტენდერების მოგებას. მიმდინარე წელს, სწორედ ამ კომპანიის შემოტანილ ხორცზე აღმოვაჩინეთ კრიტიკული შეუსაბამობა. დავაჯარიმეთ კიდეც, მაგრამ დღეს ისევ ეს კომპანია ამარაგებს ბაღებს. როგორც ვიცით, ამ შემთხვევაში სხვა კომპანიამ მოიგო ტენდერი და ქვექონტრაქტორად აიყვანეს შპს "სოფო", - გვითხრეს სურსათის უვნებლობის სამსახურის წარმომადგენლებმა

ჩვენი მცდელობა დავკავშირებოდით კომპანიის წარმომადგენლებს უშედეგოდ დასრულდა. მათი ტელფონები გამორთულია.

კომპანიის წარმომადგენლებთან დაკავშირებას ვერც სურსათის უვნებლობის სამსახურის წარმომადგენლები ახერხებენ.


ნატო გოგელია (სპეციალურად საიტისთვის)


იხილეთ ვიდეო
მაკა
11 დეკემბერი 2019 01:11
ბავშვებს,რას ერჩიან?!
ლიკა
09 დეკემბერი 2019 13:22
რომელ ენაზეა დაწერილი დავიდისა და ბაჯოს (ერთი და იგივეა სხვადასხვა ნიკებით) კომენტარები?
დავიდ
09 დეკემბერი 2019 05:07
საბსჯოტა კავსჰირის დროს 1985-87 წლბსჰი როცა ვამარაგებდი პროდუკტიტ სამხედრო ნაწილებს,ლენინგრადის მტავარ მაცივრიდან გამოტანილ საქონლის ხორცს ერტყა მრგვალი ფესჰატი სადაც ახნისჰნული იყო ტარიხი 1957წელი და იმ ხორციტ არავინ მოწამლულა და არც არავისნ დაუჯერიატ,ეს იყო სახელმწიფო მარაგი,რომელიც ყველა ქვეყანას უნდა ქონდეს

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, რომელი პრობლემის მოგვარება უნდა იყოს პრიორიტეტული საქართველოს ხელისუფლებისთვის?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, რომელი პრობლემის მოგვარება უნდა იყოს პრიორიტეტული საქართველოს ხელისუფლებისთვის?