"დიდი ეკლესიურობით სამწუხაროდ, არ გამოვირჩევი და ბოლოს როდის ვარ ნამყოფი სააღდგომო ლიტურგიაზე, არ მახსოვს" - კვირის პალიტრა

"დიდი ეკლესიურობით სამწუხაროდ, არ გამოვირჩევი და ბოლოს როდის ვარ ნამყოფი სააღდგომო ლიტურგიაზე, არ მახსოვს"

მე ძირითადად ტელევიზიით ვადევნებ ხოლმე სააღდგომო ლიტურგიას თვალყურს და რა თქმა უნდა, წელსაც იგივეს გავაკეთებ, - ასე უპასუხა საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძემ ჟურნალისტების კითხვას, დაესწრება თუ არა ის ოჯახთან ერთად სააღდგომო ლიტურგიას.

"მე დიდი ეკლესიურობით სამწუხაროდ, არ გამოვირჩევი და რომ გითხრათ ბოლოს როდის ვარ ნამყოფი ნამდვილად არ მახსოვს. ამიტომ, მითუმეტეს ამ პირობებში, მე ნამდვილად ვერ მოვიცლი ამისთვის," - აღნიშნა პაატა იმნაძემ.

იხილეთ ასევე: რა უპასუხეს მინისტრებმა კითხვაზე, დაესწრებიან თუ არა ისინი სააღდგომო ლიტურგიას?