"მიხარია, რომ ლევანი გაჰყვა ბაბუის, მამაჩემის კვალს" - ვინ იყო ლევან რატიანის ბაბუა? - კვირის პალიტრა

"მიხარია, რომ ლევანი გაჰყვა ბაბუის, მამაჩემის კვალს" - ვინ იყო ლევან რატიანის ბაბუა?

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალური დირექტორი, პროფესორი ლევან რატიანი უკვე რამდენიმე თვეა დაუღალავად, ყოველდღიურ რეჟიმში დგას სიკვდილ-სიცოცხლის სადარაჯოზე და თავდაუზოგავად იბრძვის კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი პაციენტების გადასარჩენად. საკუთარ პროფესიაზე უზომოდ შეყვარებული ექიმის ბრძოლის ხაზი ამჟამად კორონოვირუსის წინააღმდეგ არის მიმართული.

წარმოშობით სვანი ლევან რატიანი ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ფოთში დაიბადა და გაიზარდა. მეექვსე კლასამდე ამავე სოფლის სკოლაში სწავლობდა. შემდეგ, მისივე გადაწყვეტილებით, სწავლა ფოთის მეორე გიმნაზიაში განაგრძო, რომელიც წარმატებით დაასრულა. ამის შემდეგ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სამკურნალო ფაკულტეტზე ჩააბარა, რომელიც წითელ დიპლომზე დაამთავრა.

ლევან რატიანის დედა მანანა გვასალია პედაგოგია. მამა - რევაზ რატიანი პროფესიით ინჟინერია. ექიმს ჰყავს უმცროსი და, პედიატრი მეუღლე და სამი ვაჟი, რომელთაც, როგორც თავად აღნიშნავს, პროფესიული მოვალეობის შესრულების გამო ბოლო დროს იშვიათად ხედავს.

ლევან რატიანის შრომითი ბიოგრაფია იმდენად ვრცელია, რომ მისი რეგალიების სრულყოფილად ჩამოთვლა, ფაქტობრივად, შეუძლებელია, ინფორმაციისთვის, მან ექიმის კარიერა 2008-2011 წლებში ქალაქ თბილისის მერიის საგანგებო სიტუაციების სამსახურის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმობიდან დაიწყო და საომარი მოქმედებების დროს გამოჩენილი პროფესიონალიზმისა და თავდადებისთვის დაჯილდოვდა.

როგორც ირკვევა, ლევან რატიანი ბაბუის კვალს გაჰყვა, რომელიც ასევე ცნობილი ექიმი გახლდათ. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ლევანის ბიძა, გენეტიკოსი, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ჯემალ რატიანი წერს: იხილეთ სრულად

"როცა პირველი პაციენტი გამოჯანმრთელდა, მაშინვე მე დამირეკა..." - რას ყვება ლევან რატიანის დედა?