"ქალისთვის მთავარია ოჯახი" - რას ყვებოდა 1 წლის წინ, ცოლზე ძალადობის ბრალდებით დაკავებული, ნიკოლოზ ბასილაშვილის მეუღლე?
24-05-2020
"ქალისთვის მთავარია ოჯახი" - რას ყვებოდა 1 წლის წინ, ცოლზე ძალადობის ბრალდებით დაკავებული, ნიკოლოზ ბასილაშვილის მეუღლე?
ცნო­ბი­ლი ჩოგ­ბურ­თე­ლი ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლი და­კა­ვე­ბუ­ლია. სპორ­ტსმენს ყო­ფილ ცოლ­ზე ძა­ლა­დო­ბა ბრალ­დე­ბა და ამ წუ­თებ­ში სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო ცნო­ბი­ლი სპორ­ტსმე­ნის აღ­მკვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე მსჯე­ლობს. "რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, შსს-მ ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლი 22 მა­ისს და­ა­კა­ვა. შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ორ­დე­რია გა­მო­წე­რი­ლი ნიკა ბა­სი­ლაშ­ვი­ლის მა­მა­ზეც. 21 მა­ისს, ნიკა ბა­სი­ლაშ­ვი­ლი და მისი მამა, ახალ­გაზ­რდა ქალს ფი­ზი­კუ­რად გა­უს­წორ­დნენ. ამ ფაქტს შე­ეს­წრო მათი არას­რულ­წლო­ვა­ნი შვი­ლიც. ბასილაშვილს საქალაქო სასამართლომ 100 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

გთა­ვა­ზობთ ნეკა დო­რო­კაშ­ვი­ლის ინ­ტერ­ვი­უს, რო­მე­ლიც მან შარ­შან გაზეთ "კვი­რის პა­ლიტ­რას" მის­ცა.

"ქალისთვის მთავარია ოჯახი"

სტუდენტობისას "მის უნივერსიტეტი" გავხდი. შემდეგ მალევე გავთხოვდი, თავი დავანებე მოდელობაზე ფიქრს და ჯიპაში ჩავაბარე პიარის განხრით. ლუკასი ახლა სამი წლის არის და დროა, დავუბრუნდე მოდელობას. ქალისთვის მთავარია ოჯახი, ქმარ-შვილი და შემდეგ კარიერა. არ ველოდი, მაგრამ ახლახან რამდენიმე სამოდელო სააგენტომ მიმიწვია. 27 წლის
ვარ, მოდელობას გაცილებით პატარა ასაკში იწყებენ, მაგრამ სამოდელო სააგენტოები მაინც დაინტერესდნენ. რომელიც უკეთეს პირობებს­ შემომთავაზებს, იმას ავირჩევ. ჩემს თავს უფრო კომერციულ მოდელად ვხედავ, რეკლამები, ჟურნალები, ბილბორდები - ეს არის ჩემი მიმართულება.

"ნიკას წარმატება ჩემი წარმატებაა"

- მე და ნიკამ ერთმანეთი სოციალურ ქსელში გავიცანით, წელიწად-ნახევარი ვხვდებოდით ერთმანეთს, შემდეგ დავქორწინდით. იმ პერიოდში იწყებოდა მისი კარიერის აღმავლობა. პატარა წვლილი, ალბათ, მეც მაქვს მის წარმატებაში, ჩემი კარიერა დროებით გადავდე­ და ოჯახზე გადავერთე, დავყვებოდი ტურნირებზე. ასე რომ, მისი წარმატება ჩემი წარმატებაც არის. სპორტსმენისთვის მთავარი ოჯახში იდილიაა, ზედმეტად არ უნდა დატვირთო ყოველდღიური პრობლემებით. ძიძა არასდროს მყოლია, დედაჩემი და ოჯახის სხვა წევრები მეხმარებიან. არც საოჯახო საქმეებში მყავს დამხმარე, საჭმელსაც მე ვაკეთებ და ბავშვსაც თავად ვუვლი. ჩვენი ოჯახის საყვარელი კერძია"ბორშჩი, ტკბილეულიდან "ცხელი ბრაუნი" გამომდის კარგად. წიგნის წერა დავიწყე. მინდა მკითხველს ჩემი გამოცდილება გავუზიარო.

"გაფუჭებული მანქანით 12 საათი ვიარეთ"


4 წლის წინ მე და ნიკა ტურნირზე­ გავემგზავრეთ. თვე-ნახევარი გვიწევდა ევროპაში ყოფნა და მანქანის ყიდვა გადავწყვიტეთ, რომ ევროპის სხვადასხვა­ ქალაქში თავად გვევლო. შესახედავად იდეალურ მდგომარეობაში იყო, მაგრამ, როცა იტალიიდან საფრანგეთში მივდიოდით, უცებ, ღამის 4 საათზე, სადღაც გზაზე გაჩერდა. გამთენიისას წვალებით დავქოქეთ და 12 საათი გაფუჭებული მანქანით ვიარეთ. მაშინ სიცილის თავი სად გვქონდა, ახლა კი ხალისით ვიხსენებთ. გაგრძელება
?
25 მაისი 2020 10:25
შანტაჟისტია დოროკაანთ გოგოი!
ნინო
25 მაისი 2020 08:16
არ მომწონს ეს ქალი.შაბლონური ცხვირი,ტუჩი(კილაძესავით)...ასე მგონია,უფრო მეტ მატერიალურ სარგებელს და კარიერულ წინსვლას ელოდებოდა ამ ქორწინებით,არ გამოვიდა და ახლა სკანდალებს აწყობს.თუმცა იქნებ ვცდები კიდეც,მომიტევეთ
გრიშა
25 მაისი 2020 07:36
დეზდემონა კარგად და სწორად ამბობ მაგრამა ანბანი

რედაქტორის რჩევით
როგორ შეაფასებთ გიორგი გახარიას წლიურ ანგარიშს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ გიორგი გახარიას წლიურ ანგარიშს?