"კაწროს" საქმის გაშუქებისას ნიკა გვარამიამ სიზუსტის პრინციპი დაარღვია - რა წერია ქარტიის გადაწყვეტილებაში? - კვირის პალიტრა

"კაწროს" საქმის გაშუქებისას ნიკა გვარამიამ სიზუსტის პრინციპი დაარღვია - რა წერია ქარტიის გადაწყვეტილებაში?

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, ნიკა გვარამიამ ქარტიის პირველი პრინციპი (სიზუსტე) დაარღვია.

"გვარამიას ქარტიას ნათია რუხაიამ მომართა. მხარე სადავოდ ხდიდა 2020 წლის 7 ივლისს ნიკა გვარამიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე არსებულ კადრებში თეთრპერანგიანი ახალგაზრდა მამაკაცი, შესაძლოა, ავთანდილ ბილანიშვილი ყოფილიყო.

მხარე ასევე დავობდა ქარტიის მესამე (დადასტურებული წყარო) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპების დარღვევაზე, მაგრამ საბჭომ ამ ნაწილზე დარღვევა არ დაადგინა.

გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება" - წერია ქარტიის განცხადებაში.

იხილეთ ასევე: "კაკო ნიკაკოი"- ვინ არის "კანონიერი ქურდი", რომლის შვილის, "კაწროს" სახელი შაქარაშვილის საქმეს დაუკავშირეს?