"რომ არა პანდემია: ვერ შევიყვარებდი სოფელს..." - რა ფოტოებს აქვეყნებს ლალი მოროშკინა - კვირის პალიტრა

"რომ არა პანდემია: ვერ შევიყვარებდი სოფელს..." - რა ფოტოებს აქვეყნებს ლალი მოროშკინა

პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს, რომ არა პანდემია სოფელს ვერ შეიყვარებდა:

"რომ არა პანდემია: ვერ შევიყვარებდი სოფელს,არ მექნებოდა სუფსის სახლი გურიაში, არ ავავსებდი ამ სახლს ჩემი მეგობრების სიყვარულით... და მერე რა, რომ ხანდახან სახურავი წვეთავს,ხან წყლის "მატორის ტვინი" ურევს, ხან ჩემი...სურათს ისე ვკიდებ,რომ ძველი სახლის ნაპრალი დავმალო,

და იქვე წინა მეპატრონის დანატოვარ ხატთან, თაფლის სანთელი დავუნთო ამ კოხტა სახლის პირველმოსახლეს...

გარეთ კი ისეთი სიყვარულია...ძაღლი, რომელსაც გურული პრონანსის გამო მეგონა ჯულბარ სი ერქვა, არადა ნოდარი ყოფილა...

ფისოების მოკრუტუნე ჯარი, ვერცხლისებრი ევკალიპტის და ქაცვის თავბრუდამხვევი სურნელი...

ეს ყველაფერი თანხობრივად,ბევრი თგვენგანის ერთი ზაფხულის დასვენების ტოლფასია... მე ღმერთის ქვეშ დავდივარ და მჯერა, რომ ისეთ განსაცდელს არ გამომიგზავნის, რომელსაც ვერ მოვერევი.

გამარჯობა მადლიანო ქართულო სოფელო და 3 კილომეტრში შავო, ხავერდოვანო ზღვაო! P.S. ჩემო მეგობრებო,ალბათ იცანით თქვენი საჩუქრები? " - წერს მოროშკინა სოციალურ ქსელში.

წყარო