"ასე გავხდით სხვისი დაუდევრობის მსხვერპლი მე და ჩემი ქმარ-შვილი" - რას ჰყვება კორონავირუსით ინფიცირებული ორსული ქალი
"ასე გავხდით სხვისი დაუდევრობის მსხვერპლი მე და ჩემი ქმარ-შვილი" - რას ჰყვება კორონავირუსით ინფიცირებული ორსული ქალი
კორონავირუსით ინფიცირებული 7 თვის ორსული ქალი ინფექციის გავრცელებაში იმ ადამიანებს ადანაშაულებს, რომლებიც ეპიდემიოლოგიურ ვითარებას სათანადოდ არ აფასებენ და თავიანთი დაუდევრობით გარშემო მყოფებს საფრთხეს უქმნიან. ნინო ტუღუში სამი მცირეწლოვანი შვილის დედაა, მეოთხეს კი იანვარში ელოდება. როგორც ამბობს, ვირუსით ძიძის დაუდევრობის გამო დაინფიცირდა.

- სამი მცირეწლოვანი შვილი მყავს და ფეხმძიმედ ვარ, ამიტომ ეპიდემიოლოგების ყველა რეკომენდაციას ზედმიწევნით ვასრულებდი. საზოგადოების თავშეყრის ადგილებს სათოფეზეც არ ვეკარებოდი, მხოლოდ ექიმთან კონსულტაციაზე წასასვლელად თუ გავდიოდი შინიდან და ისიც
სრული "ეკიპირებით". მეუღლეც განსაკუთრებულად ფრთხილობდა. მაქსიმალურად იზოლირებული ვიყავით ყველასა და ყველაფრისგან. თუმცა ძიძის დაუდევრობის გამო ჩვენც კოვიდინფიცირებულთა რიცხვში აღმოვჩნდით.

- ძიძამ იცოდა, რომ კოვიდინფიცირებული იყო?
- ჩვენი ძიძის ნათესავებსაც მთელი ორი კვირის განმავლობაში მაღალი სიცხეები ჰქონიათ. როდესაც ეს გავიგე, ვკითხე, ვირუსი ხომ არ ჰქონდათ. იუარა, ექიმმა
გვითხრა, რაღაც ახალი ვირუსებია, მაგრამ საშიში არ არისო. ტესტის ჩატარების გარეშე გამორიცხა კორონა. რომ ვერ გამოვიდნენ მდგომარეობიდან, მერე გაიკეთეს ტესტი და კორონადადებითი აღმოჩნდნენ, მათ შორის ჩემი ძიძაც. ძალიან მალე მეც გამომაჩნდა სიმპტომები, სურდო, ყელის ტკივილი და დაბალი სიცხე. გავიკეთე ტესტი და მეც კორონადადებითი აღმოვჩნდი. სავარაუდოდ, ჩემი ქმარ-შვილიც რისკის ჯგუფშია. ამასთან, ჩემს ერთ-ერთ ვაჟს შაქართან დაკავშირებული პრობლემები აქვს. ასე გავხდით სხვისი დაუდევრობის მსხვერპლი მე და ჩემი ქმარ-შვილი. ძიძა ერთადერთი ადამიანი არ არის, ვინც ასე დაუდევრად იქცევა. ბევრს ჯერ კიდევ არ სჯერა კოვიდის არსებობის, ან დარწმუნებული არიან, რომ კორონა ჩვეულებრივი გრიპია.

- თავს როგორ გრძნობთ, ექიმების კონსულტაციას დროულად თუ იღებთ?
- ორი ექიმისგან ვიღებ კონსულტაციას. ჩემი პირადი ექიმი ჩვენი პედიატრიც არის. "112"-მაც მოგვამაგრა ერთი ექიმი. დღის განმავლობაში რამდენიმეჯერ მირეკავენ, ჩემს ზარებსაც მაშინვე პასუხობენ. ვირუსის დადასტურებიდან რამდენიმე დღე ძალიან შეშინებული ვიყავი. ყველა წვრილმანზე ვურეკავდი ხან ერთ, ხან მეორე ექიმს. ისინიც მოთმინებით მისმენდნენ და რჩევებსაც მაძლევდნენ. ღვთის წყალობით, ვირუსი იოლ ფორმებში მაქვს. მხოლოდ რამდენჯერმე დამივარდა წნევა, ტემპერატურაც 37:5-ზე მაღლა არ ამწევია. მსუბუქი სურდო და ხველება მაქვს. ჩვენი ექიმები ნამდვილად გმირები არიან, რა უნდა ქნან ამ უპასუხისმგებლო საზოგადოებაში? სპეციალისტები რომ გეტყვიან, პირბადე ატარეთ, ხელები ხშირად დაიბანეთ და დისტანცია დაიცავითო, შენ კი ხელს აიქნევ, იტყვი, კორონა არა, ტოროლაო, ყველა წესს უგულებელყოფ, მერე რა ნამუსით ადანაშაულებ ექიმებსა და ხელისუფლებას? რა უნდა ქნან, როცა ასეულობით შენისთანა უპასუხისმგებლო და ასევე შენი უპასუხისმგებლობით დაინფიცირებული მიაწყდება კლინიკებს? რამდენჯერ მინახავს, პირბადე იდაყვზე ან ნიკაპს ქვემოთ რომ უკეთიათ. მამაკაცები ჩამოიწევენ პირბადეს და ქუჩაში ანერწყვებენ. ის ხომ ჰაერში ორთქლდება?! სხვა ფეხსაც ადგამს და მერე ოთახში შედის.

- ნინო, თქვენს სახლს დეზინფექცია თუ გაუკეთეს, ან თქვენს ქმარ-შვილს თუ გაუკეთეს ტესტი?
- ასეთ რთულ ვითარებაში ჩვენი სახლის დეზინფექციისთვის ვის სცალია?! ქმარ-შვილს ტესტი ჯერ არ გაუკეთებია. რამდენიმე დღეში მათაც გაუკეთდებათ და მეც.
ზედმიწევნით ვასრულებთ ექიმების მითითებებს. მე კარგად ვიკვებები, ვცდილობ ვიმოძრაო. მოკლედ, კორონასთან ბრძოლას წარმატებით ვართმევთ თავს და იმედია, დავძლევთ.


ხათუნა ბახტურიძე

ელენე
01 დეკემბერი 2020 12:16
რომ წერს ეს ქალბატონი კორონა ვირუსი დამიდგინდაო
01 დეკემბერი 2020 12:11
მართალია როცა იცინ რომ დაავადებულები არიან უნდა მოერიდონ სხვის ჯნმრთელობას. მაგრამ მალავენ და და ავრცელებენ ღმერთის ეშინოდეთ.
01 დეკემბერი 2020 12:05
მარ

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები