"პო­ლი­ტი­კოსს მო­მა­ვა­ლი მე­უღ­ლე ერთი ნახ­ვით მო­ე­წო­ნა" - ვინ არის "ოცნების" დეპუტატის რუსი მეუღლე, რომელიც საქართველოს პოპულარიზაციას ეწევა
"პო­ლი­ტი­კოსს მო­მა­ვა­ლი მე­უღ­ლე ერთი ნახ­ვით მო­ე­წო­ნა" - ვინ არის "ოცნების" დეპუტატის რუსი მეუღლე, რომელიც საქართველოს პოპულარიზაციას ეწევა
კახა კუ­ჭა­ვა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ახა­ლი მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტის დე­პუ­ტა­ტი და ერთ-ერთი სა­ხეა. მარ­თა­ლია ის წინა მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტშიც იყო, მაგ­რამ მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის წამ­ყვა­ნი სა­ხე­ე­ბის გვერ­დით ორი წე­ლია რაც ხში­რად ჩნდე­ბა. კუ­ჭა­ვას ხილ­ვა ტე­ლე­ვი­ზი­ი­თაც ბოლო დროს უფრო ხში­რად არის შე­საძ­ლე­ბე­ლი.

ამ­ჯე­რად კუ­ჭა­ვას აპო­ლი­ტი­კურ ცხოვ­რე­ბას და რუს მე­უღ­ლეს გა­გაც­ნობთ, რო­მე­ლიც ცნო­ბი­ლი ბლო­გე­რია და "ინ­სტაგ­რა­მის" სა­შუ­ა­ლე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას ეწე­ვა. ელი­ზა­ვე­ტა (ლიზა) ოს­მი­ნი­ნა მოს­კოვ­ში და­ი­ბა­და და გა­ი­ზარ­და. მამა წარ­მო­შო­ბით თბი­ლი­სი­დან იყო და გო­გო­ნაც ხში­რად ჩა­მო­დი­ო­და სა­ქარ­თვე­ლო­ში.

კა­ხამ და ლი­ზამ ერ­თმა­ნე­თი პირ­ვე­ლად 2007 წელს თბი­ლის­ში გა­იც­ნეს. პო­ლი­ტი­კოსს მო­მა­ვა­ლი მე­უღ­ლე ერთი ნახ­ვით მო­ე­წო­ნა, თუმ­ცა მე­ო­რე შეხ­ვედ­რა ერთი წლის შემ­დეგ ქორ­წილ­ში შედ­გა. იმ ქორ­წილ­ში კახა კუ­ჭა­ვა თა­მა­და იყო, ლიზა ოს­მი­ნი­ნას მე­გო­ბა­რი კი პა­ტარ­ძა­ლი. კახა ქალს გა­მო­უ­ტყდა, რომ მალე მისი მე­უღ­ლე გახ­დე­ბო­და და ექვს თვე­ში
წყვილ­მა მარ­თლაც იქორ­წი­ნა. პო­ლი­ტი­კო­სი და ცნო­ბი­ლი ბლო­გე­რი სამ შვილს ელე­ნეს, ნი­კო­ლოზს და ანას ზრდი­ან.

მარ­თა­ლია, მათი ქორ­წი­ნე­ბა უკვე 13 წელს ით­ვლის, მაგ­რამ კახა ისევ ისეა შეყ­ვა­რე­ბუ­ლი მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ზე, რო­გორც პირ­ვე­ლად. ემო­ცი­უ­რია მე­უღ­ლის მი­მართ ლი­ზაც...

"ჩემი წარ­მა­ტე­ბის ერთ-ერთი მთა­ვა­რი შე­მოქ­მე­დი ლი­ზაა, მას­თან ერ­თად რო­დე­საც ვარ - ვის­ვე­ნებ..." - ამ­ბობს გა­და­ცე­მა "სთო­რი­ში" კუ­ჭა­ვა. იხილეთ სრულად




მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები