განწირული რეისი - რა გაირკვა უახლესი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტრაგედიიდან 4 წლის შემდეგ?
განწირული რეისი - რა გაირკვა უახლესი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტრაგედიიდან 4 წლის შემდეგ?
დღეს, 2018 წლის 17 ივლისს 4 წელი შესრულდა უახლესი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტრაგედიიდან -10 კმ სიმაღლეზე 298 უდანაშაულო ადამიანი რამდენიმე წამში მოკლეს...

ქვემოთ გთავაზობთ ამონარიდს სტატიიდან "განწირული რეისი", რომელიც ტრაგედიიდან მეოთხე დღეს, 2014 წლის 21 ივლისს "კვირის პალიტრაში" გამოვაქვეყნე:

17 ივლისს უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილის თავზე მსოფლიო მასშტაბის ტრაგედია დატრიალდა - საზენიტო რაკეტამ 10კმ სიმაღლეზე მფრენი მალაიზიის ავიახაზების "ბოინგ-777" ჩამოაგდო, რასაც 298 მგზავრის, მათ შორის - მცირეწლოვანი ბავშვების სიცოცხლე შეეწირა.

საზენიტო რაკეტით სარეისო სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდება მთელ მსოფლიოში ფასდება, როგორც საერთაშორისო დონის ტერორისტული აქტი. ეს ტრაგიკული შემთხვევა კი გამაოგნებელია იმითაც, რომ საზენიტო რაკეტა, სავარაუდოდ, სწორედ უკრაინის აღმოსავლეთში მოქმედმა პრორუსმა სეპარატისტ-ტერორისტებმა გაუშვეს.

ამის თქმის საფუძველს ტრაგედიიდან მეორე დღესვე ის მტკიცებულებები გვაძლევს, რაც ასე მოკლე ხანში უკვე
გამოჩნდა.

პირველი - ერთმანეთს ემთხვევა "ბოინგის" ეკიპაჟთან რადიოკავშირის გაწყვეტისა და დონეცკის ოლქის ქ. სნეჟნოედან სტარტაღებული საზენიტო რაკეტის მიერ დატოვებული თეთრი ინვერსიული კვალის გამოჩენის (რომლის შემსწრე ასობით ადამიანი იყო) დრო.

მეორე - ტრაგედიამდე რამდენიმე საათით ადრე მოქალაქეებმა სნეჟნოესთან გადაიღეს ფოტოსურათები, თუ როგორ გადააქვთ მისაბმელიანი ტრაილერით "ბუკის" ტიპის საზენიტო-სარაკეტო დანადგარი პრორუს ტერორისტებს.
გამოძიების მიერ აღდგენილი ტრაგედიის მომენტი-რუსული ბუკის საზენიტო რაკეტა სამგზავრო ბოინგის ცხვირთან ფეთქდება...
მესამე - გადაღებულია ფოტოსურათი თუ როგორ მალავენ "ბოინგის" ჩამოგდების შემდეგ ტერორისტები "ბუკის" დანადგარს სნეჟნოეს ერთ-ერთი კვარტალის საცხოვრებელ სახლთან.

მეოთხე - ტერორისტების მეთაურმა გირკინმა რაკეტის გაშვების შემდეგ სოციალურ ქსელში მაშინვე დადო სატრაბახო წერილი იმის თაობაზე, თუ როგორ ჩამოუგდეს უკრაინელ სამხედროებს მორიგი სატრანსპორტო Ан-26. ეს "სასიხარულო" ინფორმაცია მაშინვე აიტაცა რუსულმა მასმედიამ და სასწრაფოდ გაავრცელა. თუმცა როდესაც გაირკვა, რომ საზენიტო რაკეტამ უკრაინულის ნაცვლად მალაიზიის სამგზავრო ლაინერი იმსხვერპლა, სოციალური ქსელებიდან ტერორისტებმა მანამდე გამოქვეყნებული "პოსტების" წაშლა დაიწყეს.

მეხუთე - ძნელი დასაჯერებელია, პრორუს ტერორისტებს მაინცდამაინც მალაიზიური ლაინერის ჩამოგდება ჰქონოდათ განზრახული. იმ საჰაერო დერეფნის სიახლოვეს, რომლითაც მალაიზიური "ბოინგი" მიფრინავდა, უკრაინელი სამხედროები სატრანსპორტო Ил-76-დან ალყაში მოქცეული უკრაინული სამხედრო დანაყოფებისთვის ტვირთის პარაშუტებით ჩაყრას აპირებდნენ და სავარაუდოდ, მალაიზიური "ბოინგი" "ბუკის" ეკიპაჟს უკრაინული სატრანსპორტო თვითმფრინავი ეგონა.
... და ბოინგი საზენიტო ბუკის აფეთქებამ სამ ნაწილად ჰაერშივე დაშალა
მეექვსე - საიდან აღმოჩნდა საზენიტო სარაკეტო "ბუკი" პრორუსი ტერორისტების ხელში? საქმე ის არის, რომ მანამდე ტერორისტებს უკრაინული ავიაციისგან დასაცავად რუსული სპეცსამსახურები მხოლოდ "სტრელას" და "იგლას" ტიპის გადასატან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებს აწოდებდნენ, რომლებიც მხოლოდ 3-3,5 კმ სიმაღლეზე თუ მოქმედებს. ამის გამო უკრაინულმა ავიაციამ უფრო მეტი სიმაღლიდან დაიწყო საბრძოლო ამოცანის შესრულება და ტერორისტებმაც თავიანთ რუს პატრონებს უფრო მძლავრი საზენიტო საშუალებები მოსთხოვეს. თავიდან ლუგანსკში ტერორისტების განკარგულებაში Стрела-10 ტიპის მობილური საზენიტო-სარაკეტო დანადგარი გამოჩნდა, ხოლო რამდენიმე დღის წინ რუსეთიდან დონეცკის ოლქში Бук-М1-ის გამოჩენამ ტერორისტებს საშუალება მისცა, თვითმფრინავები თითქმის 20 კმ სიმაღლეზე და 35 კმ-ის რადიუსში დაეზიანებინათ. სამწუხაროდ, შედეგმაც არ დააყოვნა...

მალაიზიური "ბოინგის" ფრაგმენტები და მგზავრების ცხედრები სოფელ გრაბოვესთან, 4 კმ-ის რადიუსში გაიფანტა და იქ უმალ გაჩნდნენ პრორუსი ტერორისტები, რომლებმაც გაფაციცებით დაიწყეს რაღაცის ძებნა. ეს რაღაც "ბოინგის" "შავი ყუთებია", თუმცა უფრო მნიშვნელოვანია ლაინერის ფიუზელაჟისა და ფრთების ის ფრაგმენტები, რომლებსაც საზენიტო რაკეტის აფეთქების შემდეგ ქობინის დამაზიანებელი ელემენტები მოხვდა.

თუკი რუსული სპეცსამსახურები მოახერხებენ, გადამალონ ან გაანადგურონ თვითმფრინავის დაზიანებული ფრაგმენტები, მაშინ გაძნელდება იმის დამტკიცება, რომ სამგზავრო ლაინერი მართლაც "ბუკის" რაკეტამ იმსხვერპლა.

სამგზავრო "ბოინგის" ჩამოგდების ბრალდების თავიდან ასაცილებლად რუსეთის სპეცსამსახურები და მათდამი დაქვემდებარებული რუსული მასმედიის დიდი ნაწილი ათასნაირ ვერსიას იგონებს. რუსული მასმედია ცდილობს, გამოძიება ათასნაირი მიმართულებით წაიყვანოს, რისთვისაც ავრცელებს დეზინფორმაციას, თითქოს მალაიზიური "ბოინგი" უკრაინულმა Су-25-მა რაკეტით ჩამოაგდო, რაც ტექნიკურადაც შეუძლებელია, რადგან ამ მოიერიშეს ჰერმეტული კაბინა არა აქვს და პილოტს მხოლოდ 7 კმ სიმაღლეზე თუ შეეძლო თვითმფრინავის აყვანა, მაშინ, როდესაც "ბოინგი" 10 კმ-ზე მაღლა მიფრინავდა. მეორე რუსული დეზინფორმაციის თანახმად, თითქოს უკრაინელ მეზენიტეებს სამხრეთ ამერიკიდან დაბრუნებული პუტინის სამგზავრო ლაინერის ჩამოგდება სურდათ და ის "ბოინგში" შეეშალათ, არადა პუტინის Ил-96-ს ოთხი ძრავა აქვს, ჩამოგდებულ "ბოინგ-777"-ს კი მხოლოდ ორი ჰქონდა, რისი გარჩევაც ძრავებიდან გამოსული ინვერსიული კვალის მიხედვით სიმაღლეზეც კი ძალიან ადვილია. იხილეთ სრულად
მიწაზე დაცემული ბოინგის დაღუპული მგზავრების ნივთებით ადგილობრივი პრორუსი სეპარატისტ-ტერორისტები მაროდიორობდნენ....
2018 წლის 24 მაისს გაერთიანებულმა საგამომძიებლო ჯგუფმა, რომელშიც ნიდერლანდების, ბელგიის, ავსტრალიის და უკრაინის წარმომადგენლები შედიან, გამოაქვეყნა უტყუარი დოკუმენტებით გამაგრებული დასკვნა, რომლის თანახმადაც "ბოინგის" ჩამომგდები რუსული საზენიტო-სარაკეტო დანადგარი "ბუკი" ეკუთვნოდა რუსეთის შეიარაღებული ძალების ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის კურსკის 53-ე საზენიტო ბრიგადას, რომელიც მალულად შეიყვანეს უკრაინის ტერიტორიაზე და "ბოინგის" ჩამოგდების შემდეგ,ისევ მალულად გაიყვანეს რუსეთში.

გამოდის, რომ ის, რასაც ჩვენ ტრაგედიიდან ოთხი დღის შემდეგ "კვირის პალიტრის" ფურცლებზე ვვარაუდობდით, საერთაშორისო გამოძიებამ ოთხი წლის შემდეგ დოკუმენტებით დაამტკიცა...

მაგრამ საინტერესო, იცით, რა არის? რუსეთის ხელისუფლება არაფრის დიდებით არ აღიარებს აშკარა ბრალეულებას, მიუხედავად იმისა, რომ ათეულობით უცილობელი ნივთმტკიცება არსებობს და როგორც ჩანს, არც მაშინ ცნობს თავს დამნაშვედ, როდესაც საბოლოო დასკვნა დაიდება-კრემლში დარწმუნებულები არიან, რომ მათ პასუხს ვერავინ მოსთხოვს, თუნდაც აბსოლუტურად უდანაშაულო ადამიანების დახოცვისთვის...

საოცარი დამთხვევა: საერთაშორისო რეისის MH-17-ის შემსრულებელმა "ბოინგ-777"-მა პირველი გაფრენა 1997 წლის 17 ივლისს განახორციელა, ანუ რუსული "ბუკით" ჩამოგდებამდე ზუსტად 17 წლით ადრე!

გამოძიების მიერ აღდგენილი ტრაგედიის მომენტი-რუსული "ბუკის" საზენიტო რაკეტა სამგზავრო "ბოინგის" ცხვირთან ფეთქდება...


ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს
მკითხველის კომენტარი (10)
Truker-s
23 ივლისი 2018 18:11
უამრავი რეისი დაფრინავს კონფლიქტის ზონების თავზე, ოღონდ ბასმაჩები "ბუკებით" არ არისნ შეიარაღებული. ქართველებს რო ადარებ, რა სისულელეა, ქართველი მეზენიტეები კანონიერად იცავდნენ საკუთარ ქვეყნის აღიარებულ ტერიტორიის საზღვრებს მტრის ავიაციისგან ქვეყანაში ლეგალურად არსებული თავდაცვის საშუალებებით, ზუსტად მანდ მიდის ყველაფერი რომ ამ ბასმაჩებს "სათაყვანებელმა ვვპ-მ" ჩაუგდო მსგავსი "სათამაშო" და ბოვშებმაც გეითამაშეს პაწა თვითმფრინავამდე მიაღწიეს.. ეს არის ზუსტად ტერორიზმი აყვანილი სახელმწიფო დონემდე, და უარესი შეიძლება მხოლოდ ბიოლოგიური და ბირთვული საშუალებების საშიშროება იყოს.
Truker
23 ივლისი 2018 11:35
ტუსი ერორის ები გადაზედმეტებულად მიმაჩნია. და კიდე რა უნდოდა მალაზიის ბოინგს კონფლიქტის ზონაში. არ შეიძლებოდა სხვა კურსით ევლო? თავის დროზე სამაჩაბლოში რომ გადმოეფრ ინა ირ ხუთი დღ ს განმავლობაში როცა საომარი მოქმედება იყო. როგორ გგლნ ათ არ იყო შანსი რო ქართველ მეზენიტე არ გაუშვებდა მისი მიმართულებით რაკეტას?
tj
18 ივლისი 2018 14:30
ძალა აღმართს ხნავს! ბირთვული იარაღი თუ აქვს ქვეყანას, შეუძლია უდანაშაულო ადამაინების, ბავშვების მათ შორის, ხოცვა-ჟლეტვა, უპრობლემოდ და ამის მერე კიდე საცინად აიგდოს მოკლულებიც, ჭირისუფლებიც და მათი ქვეყნებიც, ათასი ბინძური ტყვილის შეთითხნით და გავრცელებით! სანამ ყველა ადეკვატურ პასუხს არ აგებს ტერორზე და აგრესიაზე, ასე გაგრძელდება ეს განუკითხაობა!!
xl
18 ივლისი 2018 12:18
NIK-ამ ბოლო დროს ძალიან ხშირად ბლოკავენ კომენტარებს და ამის გამო სურვილიც გამიქრა დავაკომენტო.
მარინა-ს
18 ივლისი 2018 10:53
ამ ტერაქტის ჩამდენი საბოლოოდ ტრიბუნალით დაამთავრებს, და მისი ატომური ბომბები და ქებული შეიარაღება არ უშველის, ტაკ ჩტო ნე სუეტიტეს
Nik
18 ივლისი 2018 10:50
ონლაინ კომენტარების რედაქტორს,

დიდი პატივისცემით თქვენდამი და თქვენი გაზეთის მიმართ, თქვენი დიდი ხნის მკითხველისგან.

მინდა მოგახსენოთ რომ ამ სტატიაზე "მარინა"-ს კომენტარი დევს 1 დღეა და სხვისი არავისი, გამომდინარე იქიდან რომ თქვენ გაზეთს უამრავი მკითხველი ყავს, არ გგონიათ რომ ამ "მარინა"-ს კომენტის ეულად დატოვება ამდენი ხნის განმავლობაში სოციუმზე ნეგატიური აზრის ფორმირებას ემსახურება?

ანუ ეს იუზერი "მარინა" ფაქტიურად "უპრავებს" პუტინს ამ საშინელ ტერაქტს იმით რომ , - მერე რა მოხდა, ხედავთ უკრაინამაც ჩამოაგდოო 2001წ, ეს პირდაპირ დესტრუქციული აზრის ფორმირებაა და მსგავსი პრაქტიკა რუსულ საიტებზე.

კიდევ ბოდიშის მოხდით, შეურაწყოფას არავის არ ვაყენებ, საერთო ჯამში ძალიან დადებითი და მისასალმებელი სარედაქციო პოლიტიკა გაქვთ (შიგადაშიგ პატრიოტულიც) რაზედაც მადლობის მეტი არაფერი არ გეთქმით.

პატივისცემით, თქვენი მკითხველი.
Nik
18 ივლისი 2018 09:51
აქ კომენტები დაკეტილია? ერთი დღის წინ დავწერე და ჯერაც არ გამოქვეყნებულა, თუ ეს რუსეთუმე "მარინას" კომენტია ამ გაზათის ლაიტმოტივი?
Rezo
18 ივლისი 2018 00:40
რა გიკვირთ რუსებისგან?
Marinas
17 ივლისი 2018 23:00
Mere agiares ukrainelebma da bodishic moixades gorebisgan gansxvavebit
მარინა
17 ივლისი 2018 12:24
შემთხვევა #9

რუსული ლაინერი Ту-154М „სიბირი“ შავი ზღვის თავზე

მარშრუტი: თელ-ავივი - ნოვოსიბირსკი

თარიღი: 04.10. 2001 წელი

დაღუპულები: 78 მგზავრი



აფრენიდან 1 საათსა და 45 წუთის შემდეგ ავიალაინერიდან შემოვიდა ძნელად გასარკვევი სიგნალი იმის თაობაზე, რომ „რაღაცა რაღაცას მოხვდა“. შემდეგ შეწყდა კავშირი. ლაინერი ჩამოვარდა. ბორტზე მყოფი მყველა მგზავრი და ეკიპაჟის წევრები დაიღუპნენ.

საბოლოოდ გაირკვა, რომ რუსული თვითმფრინავი უკრაინულმა რაკეტამ დააზიანა და ჩამოაგდო. უკრაინელებს სამხედრო წვრთნები ჰქონდათ და მათ მიერ გაშვებულმა ერთ- ერთმა რაკეტამ კურსი შეიცვალა და შეცდომით სამგზავრო ავიალაინერი „ამოარჩია“ სამიზნედ.

უკრაინის პრეზიდენტმა, ლეონიდ კუჩმამ, ოფიციალური ბოდიში მოიხადა.

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები