ხანგოშვილის მკვლელობით კადიროვმა მამის აფეთქებისთვის შური იძია?
ხანგოშვილის მკვლელობით კადიროვმა მამის აფეთქებისთვის შური იძია?
ფოტო:ზელიმხან ხანგოშვილი ჩეჩნეთის პრეზიდენტ ასლან მასხადოვის გვერდით
იჩქერიის დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი საველე მეთაური ზელიმხან ხანგოშვილი ბერლინის ცენტრში 2019 წლის 23 აგვისტოს მოკლეს, სწორედ 23 აგვისტოს იყო დაბადებული ჩეჩნეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი აჰმატ კადიროვი, რომელიც 2004 წლის 9 მაისს გროზნოს სტადიონზე ააფეთქეს.
ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის ადგილი ბერლინში
თარიღის, 23 აგვისტოს დამთხვევამ, ცნობილ გერმანულ ტაბლოიდს Bild-ს მისცა საშუალება, გამოეთქვა თამამი ვერსია - მამის აფეთქებიდან (რომელზეც პასუხისმგებლობა ცნობილმა საერთაშორისო ტერორისტმა შამილ ბასაევმა აიღო) 15 წლის შემდეგ, მისმა შვილმა, ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურმა რამზან კადიროვმა შურისძიების მიზნით, სწორედ მამის დაბადების
დღეს მიუძღვნა ზელიმხან ხანგოშვილის (რომელიც შამილ ბასაევის თანამებრძოლად მოიაზრებოდა) შეკვეთილი მკვლელობა.

რამდენად სწორია გერმანელი ჟურნალისტების ეს ვერსია, ძნელი სათქმელია, თუმცა ის, რომ ბერლინში ხანგოშვილის საქვეყნოდ დახვრეტაში რუსული კვალი კი არ მოჩანს, არამედ ბრდღვილებს, ნათელია.
აჰმატ კადიროვი გროზნოს სტადიონის საპატიო სტუმრების ლოჟაში მიკროფონთან, აფეთქებამდე
თვით გერმანიის ხელისუფლება, რომელიც ყოველმხრივ ცდილობდა სკრიპალის საქმეს არ დამსგავსებოდა ხანგოშვილის
მკვლელობა და აპირებდა მიუფუჩეჩებინა ეს საქმე, რათა კრემლთან ურთიერთობა არ გაეფუჭებინა, ბოლოს და ბოლოს იძულებული გახდა ორი რუსი დიპლომატი ქვეყნიდან გაეძევებინა.

ახლო მომავალი გვიჩვენებს, გახდება თუ არა გერმანიაში ხანგოშვილის მკვლელობა ბრიტანეთში სკრიპალის მოწამვლის ფაქტის მსგავსად რეზონანსული, მაგრამ უკვე გამოჩნდა როგორ აფუსფუსდა რუსული პროპაგანდისტული მანქანა.

რუსულ მასმედიაში უკვე გამოჩნდა მტკიცებულბები, რომ ზელიმხან მარგოშვილი დიდი ხანია იძებნებოდა რუსეთის სპეცსამსახურების მიერ, როგორც შამილ ბასაევის თანამებრძოლი "ტერორისტი" და ძალიანაც კარგი, რომ ასე უყვესო...
სიტუაცია გროზნოს სტადიონზე აჰმატ კადიროვის აფეთქების შემდეგ
თუმცა გერმანელი ჟურნალისტები ეჭვობენ, რომ რამზან კადიროვს მამის აფეთქებისთვის შურისძიება პრეზიდენტ პუტინისგან დაუკითხავად განეხორციელებინა...

ბლოგის ავტორისგან: ჩეჩნეთის პირველი ომის შემდეგ, საქართველოდან გროზნოში ჩასულ მცირერიცხვოვან ოფიციალურ დელეგაციაში ვიყავი, როდესაც გროზნოში, "დინამოს" სტადიონის საპატიო სტუმრების ლოჟაში მიგვიწვიეს, ჩეჩნეთის მეორე პრეზიდენტის ასლან მასხადოვის გვერდით. იმავე ლოჟაში იჯდა შამილ ბასაევი და რუსეთთან პირველ ომში გამარჯვებული იჩკერიის თითქმის მთელი მთავრობაც, მათ შორის, ჩეჩნეთის სულიერი ლიდერი, მუფტი აჰმატ კადიროვი.

გავიფიქრე, რუსეთის "გრუმ" რომ მოინდომოს, აფეთქებით ხომ ჩეჩნეთის ყველა ლიდერს ერთი ხელის მოსმით თავიდან მოიშორებს და ქართველ სტუმრებსაც თან მიგვაყოლებსო...
რუსეთის მოქალაქე ვადიმ კრასიკოვი, რომელიც ხანგოშვილის მკვლელობის ადგილას დააკავეს
მაშინ რატომღაც ფოტოსურათი გადავუღე გროზნოს "დინამოს" სტადიონის საპატიო სტუმრების ამ ლოჟას და აღმოჩნდა წინათგრძნობამ არ მიღალატა...

გადის შვიდი წელი და 2004 წლის 9 მაისს სწორედ ამ სტადიონის საპატიო სტუმრების ლოჟაში ფეთქდება ბომბი, რომელსაც ჩეჩნეთის რესპუბლიკის მაშინდელი პრეზიდენტი აჰმატ კადიროვი ეწირება...

იხილეთ ასევე: საქართველოს მოქალაქის მკვლელობაში ბრალდებული რუსი "კილერი" იდენტიფიცირებულია - კვალი, სავარაუდოდ, რუსულ სპეცსამსახურებთან მიდის

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა