"მო­ვაჭ­რი ექი­მო" - კვირის პალიტრა

"მო­ვაჭ­რი ექი­მო"

ლევან მეგრელიშვილი 16 წელია, ჩოხატაურში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმად მუშაობს და გასახსენებელი და მოსაყოლიც ბევრი აქვს. პარალელურად, ორ სხვადასხვა კლინიკაში თერაპევტად მუშაობს და გურულებსაც ძალიან უყვართ ექიმი ლევანი. ის ამბობს, რომ გურულ პაციენტებთან ურთიერთობა იოლი არ არის და აუცილებელია, ექიმს იუმორის გრძნობაც ჰქონდეს.

- ხშირად მიწევდა ამ პაციენტთან ურთიერთობა, რადგან სხვადასხვა სახის დაავადება ჰქონდა და ისევ იქ ვართ. ცოლმა გვერდზე გამიხმო და ჩუმად მეუბნება:

- ექიმო, ქე იცი, ჩემს ქმარს ფილტვების პრობლემა რომ აქვს, გული რომ აწუხებს, მაგრამ რა დაგიმალოთ და ახლა სასქესო ორგანოს პრობლემაც აქვს, წვა დეეწყო, ტკივილები აქვს მოშარდვის დროს, მომკლა ექიმო მისი წამლების ყიდვამ, მეტი აღარ შემიძლია, აგერ გულის წამლები, აგერ ფილტვების წამლები მაქვს საყიდელი, კიდო სახსრების წამალიც ვუყიდე, იცოდე ექიმო, მაინც თუ სამკურნალო დოურჩეს ახლა, დავდებ ჯირკზე და ჩემი ხელით წავაჭრი მაგას.

ისეთი სერიოზულობით თქვა, სიცილი ვეღარ შევიკავე.

იხილეთ სრულად

იხილეთ ასევე: "შენი ხათრიზა თუ არ მოვშარდო"