"120-ჯერ გაბერა და დღეს ალბათ მოუმატებსო" - კვირის პალიტრა

"120-ჯერ გაბერა და დღეს ალბათ მოუმატებსო"

პოლიციის კაპიტანი დავით ლომაური წლების განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა. იგი ერთხანობას ვაკის რაიონის ნარკომანიის განყოფილების უფროსიც გახლდათ და თავისთავად უწევდა ურთიერთობა როგორც ნარკორეალიზატორებთან, ასევე ნარკომომხმარებელთან. ყოფილი ძალოვანი პროფესიული საქმიანობიდან "კვირის პალიტრასთან" სახალისო თავგადასავლებზე ჰყვება:

"120-ჯერ გაბერა და დღეს ალბათ მოუმატებსო"

გულის ოპერაცია მაქვს გაკეთებული ჩაფიძის კლინიკაში. ოპერაციის შემდეგ რეაბილიტაციაზე ბუშტს გაბერინებენ. ექიმმა ოპერაციის შემდეგ გამოღვიძებულ პაციენტს, რომელსაც ცოლი ადგა თავზე, დაუბარა, ეს ბურთი დღის განმავლობაში 150-ჯერ უნდა გაიბეროსო. მეორე დღეს შემოვლაზე ექიმი იმავე პაციენტთან მივიდა და კითხულობს, აბა, ბურთს როგორ ვბერავთო. პაციენტი პასუხობს, 120-ჯერ გაბერა და დღეს ალბათ მოუმატებსო, - მიუთითა თავთან მჯდომ მეუღლეზე, თანაც პრეტენზიულად შეხედა, უნდა მოუმატოო. (იხილეთ სრულად)