ლევან თედიაშვილი: რამდენიც გადაიხადეთ იმდენისა ვიჭიდავე! - ამბები ჭიდაოების ქართველ ლეგენდაზე
ლევან თედიაშვილი: რამდენიც გადაიხადეთ იმდენისა ვიჭიდავე! - ამბები ჭიდაოების ქართველ ლეგენდაზე
გაზეთი "ლელო" წარმოგიდგენთ რუბრიკას "ლეგენდების კვალდაკვალ", რომელშიც შეგახვედრებთ ქართული სპორტის ვარსკვლავებს და ბევრ ისეთ ამბავს მოგახსენებთ, ფართო საზოგადოებამ ჯერ რომ არ იცის.

მართლა ვარ, ხალხო ლეგენდა?

ერთხელ წლის მიწურულს რჩეულ სპორტსმენთა დაჯილდოების ცერემონიისას სცენაზე ორგზის ოლიმპიურ და ხუთგზის მსოფლიოს ჩემპიონ ლევან თედიაშვილს უხმეს.

მიკროფონთნ მისული ბეჭდაუდები ფალავანი დარბაზს მიუბრუნდა:

- ხომ გაიგონეთ, ხალხო, ქართული სპორტის ლეგენდა ლევან თედიაშვილიო!

პაუზა.…

- მართლა ვარ, ხალხო, ლეგენდა?!

დარბაზიდან ერთხმად - დიახ, დიახ!

-
ჰოდა, თქვე დალოცვილებო, რას მერჩოდით ამ ლეგენდა-კაცს! დიღომში ჭიდაობის სასახლე მოვაწყვე, შეჯიბრებებს ვმართავდი, მედალოსნებს ფულადი პრიზებით ვაჯილდოვებდი. თქვენ კი აიღეთ და ეს დარბაზი წამართვით, ძიუდოს გადაეცით და ოლიმპიური ჩემპიონის - შოთა ჩოჩიშვილის სახელი მიაკუთვნეთ.


რას მერჩოდით, თუკი ლეგენდა ვარ?!

უხერხული სიჩუმე დარბაზში.

- ახლა მეუბნებიან,
ძიუდოისტებს ჩამოვართმევთ, მოჭიდავეებს გადავცემთ და ისევ შენს სახელს მივაკუთნებთო. ჩოჩიშვილი ჩემი ნათლული იყო, ხალხო, ბოდბეში წმინდა ნინოს ტაძარში მოვნათლე. რამდენიმე წლის წინათ ჩემს ნათლულს მიაქარვინეს, ახლა მე უნდა მიმაქარვინოთ?!

დარბაზი უხერხულად შეიშმუშნა, მერე ერთხმად იქუხა ტაშმა...

მთელი ცხოვრება ასე ბრძოლაში გალია: ხალიჩაზე ვეფხვივით აეტოტებოდა მეტოქეებს, ზოგს მის მიღმა არ უთმობდა გოჯს. ყოველთვის გამარჯვებული გამოდიოდა და მქუხარე ოვაციებსაც იმსახურებდა.

ის ლეგენდაა... ქართული სპორტის ლეგენდა.


რამდენი გადაიხადე?
იმ დღესაც სასპორტის სასახლის თაღებქვეშ გუგუნებდა ტრიბუნები. თბილისი თავისუფალ ჭიდაობაში საერთაშორისო ტურნირს მასპინძლობდა. ხალიჩის ცენტრში მეტოქეს შეჭიდებული ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ლევან თედიაშვილი იდგა. ქომაგები ხმის ჩახლეჩამდე უყვიროდნენ ქართველ ფალავანს - ცოტა ხანს ნუ წააქცევ, ბიჭო, ეჭიდავე... გვაყურებინე... ლევანმა კი რამდენიმე წამში მოუმთავრა მეტოქეებს საქმე. საგარეჯოში ჩასულს მეზობლის ბიჭმა უსაყვედურა - ეგ რა ქენი, ჭიდაობა რატომ არ გვაჩვენეო.

- ბილეთში რამდენი გადაიხადე? - მოულოდნელად ჰკითხა ჩემპიონმა. როგორც სხვებმა, მანეთიო, უპასუხა. (გაგრძელება)
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, როგორი პრეზიდენტი იქნება სალომე ზურაბიშვილი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, როგორი პრეზიდენტი იქნება სალომე ზურაბიშვილი?
დღის კითხვადი სტატიები
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები