"არ გაგიგიათ, ქართული ფეხბურთი, თურმე, არველაძეებმა რომ დავღუპეთ?"
"არ გაგიგიათ, ქართული ფეხბურთი, თურმე, არველაძეებმა რომ დავღუპეთ?"
ტყუპი არველაძეები თავად აღიარებენ, რომ მათ ჩამოყალიბებაში უფროსმა ძმამ რეზიმ დიდი როლი ითამაშა. ახლა საკუთარ შვილს ზრდის – ვატო არველაძე სხვადასხვა ასაკის ნაკრებში წარმატებით თამაშობს.

რევაზ არველაძესთან ინტერვიუ "ლელომ" ჩაწერა, რომლიდანაც ნაწყვეტს გთავაზობთ:

ჩემი საგანძური

- ფეხბურთი მამაჩემმა შემაყვარა. ერთხელ, საღამოს დარბაზში წამიყვანა, სადაც მისი მეგობრები მინი-ფეხბურთს ძალიან მაგრად თამაშობდნენ. სახლში ხშირად მოდიოდნენ ზურა ყიფიანი, მერაბ მამულაშვილი, იგივე მამულიჩა, ზაზა ბოკერია, მიშა დაფქვიაშვილი, ლევან ჭაჭიაშვილი, ვალერი კობახიძე, შოთიკა ჭეიშვილი და
სულ ფეხბურთზე ლაპარაკობდნენ. როდესაც ვკითხულობდი, მამა სადაა-მეთქი, მეუბნებოდნენ - მოსკოვში თასის ფინალზე, "დინამოს" მატჩზეა ან მსოფლიოს ჩემპიონატზეო. მოკლედ, ჩვენი ოჯახი ფეხბურთით ცხოვრობდა. ეზოში ხომ, თავისთავად, სულ ვთამაშობდით.

- დედა ამას როგორ იტანდა?
- ვერ იტანდა, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს, ფეხბურთელი გამოვიდოდი თუ ექიმი? ვარჯიში "ავაზაზე"
დავიწყე, გუნდს ვერის პარკში ზურაბ მაისურაძე ავარჯიშობდა. ძლიერი ფეხბურთელები გვყავდა – ომარ თეთრაძე, გუბაზ დოლიძე, როინ კერძევაძე, თემურ შალამბერიძე, გია გულიაშვილი, ზაზა თურმანიძე. მერე 35-ე სკოლის გუნდში გადავედით და სკოლას ვამთავრებდით, 1971 წელს დაბადებულები რომ შემოგვიერთდნენ - ვასკა მაისურაძე, ზაალ ქოჩლაძე, მიშა ჩუბინიძე, მიშა ყაველაშვილი, გოჩა ჯამარაული. მაგრამ მერე ერთი წელი, ფაქტობრივად, ფეხბურთზე არც მივლია, რადგან ინსტიტუტში ვაბარებდი და ვმეცადინეობდი.

- სწავლას ამხელა დროს უთმობდი?
- 55-ე სკოლაში უსწავლელობა არ გამოდიოდა და საკმაოდ კარგად დავამთავრე. მაგრამ ჩველებრივი ბიჭი ვიყავი, რომელსაც იმის ენერგია არ ჰქონია, რომ მედალზე ესწავლა. ძალიან კარგი კლასი მყავდა. იქიდან დამრჩა უსაყვარლესი მეგობრები, ბიჭებიც, გოგოები. საბედნიეროდ, ისე ვიცხოვრე, რომ ძმობაში არავინ დამიკარგავს, გარდაცვლილ ბიჭი ივანიშვილს თუ არ ჩავთვლით. მათი თავი ყველა საფეხბურთო რეგალიას, ტიტულსა და გამარჯვებას მირჩევნია. ესა ჩემი საგანძური.

- ბევრს ჩხუბობდით?
- ვერ ვიტყვი, რომ განსაკუთრებული მოჩხუბარი ვიყავი, დიდი წითური თმები უფრო გამომარჩევდა.

- შატალოზე ხშირად დადიოდით?
- ყველაზე დასამახსოვრებელი შატალო გითხრათ? ჩემ ძმაკაცთან, შაკო გარდაფხაძესთან მივედით და პირველად ვნახე "უჟასი" და ნახევრად სასიყვარული ფილმი. აზრზე მოდი, ვიდეო ვიქირავეთ! დიდი შთაბეჭდილების ქვეშ ვიყავი. მაშინ მობილურები არ იყო და უბნის ინსპექტორები ვერ გვპოულობდნენ.

- განსაკუთრებით, რომელი საგნები მოგწონდა?
- ჰუმანიტარულები. მაგრამ ქიმიის ფაკულტეტზე ჩავაბარე. კვირაში ერთხელ თუ ვვარჯიშობდი. ბავშობიდან მათემატიკა მაგრად ვიცოდი, რადგან ბანქოს თამაში გათვლებს გასწავლის. ჭადრაკზეც დავდიოდი. ქიმიაში კი მომზადება დამჭირდა და მაგრად ვისწავლე. მაგიდის ჩოგბურთზე არ შევსულვარ, თუმცა კარგად ვთამაშობდი. ანტიკორუფციული თუ გამომეკიდება, შეიძლება, ბავშვობიდან მიზეზი მომიძებნოს, "მაზიანები" მაქვს მოგებული და გადასახადებს ვმალავდი.

ტყუილია, სულ მდიდრები არ ვყოფილვართ

- ხილიანზე ცხოვრობდი და ვაკეში რატომ სწავლობდი?
- ხილიანზე მერე გადავედით. თავიდან "პლეხანოვზე" პატარა ოროთახიანი სახლი გვქონდა. ბუნებრივია, ყველა ვერ ვეტეოდით. ამიტომ, ხშრად მიწვედა ვაკეში, ბებია-ბაბუასთან ან დედაჩემის მამიდებთან ცხოვრება და 1975 წელს 55-ე სკოლაშიც ამიტომ შემიყვანეს. დედის მხრიდან ბაბუა ცნობილი რეჟისორის, სიკო დოლიძის ძმა ბორისი იყო.

- და ორ ოთახში ცხოვრობდით?!
- დიახ, ასე იყო. "პლეხანოვზე" მარტო ჩვენ კი არ ვიყავით - მამაჩემის მშობლები და მამიდაჩემის ოჯახი ერთად ვცხოვრობდით. მაგარი ამბავი გამახსენდა: ერთი ხანობა, დიდუბეში გადავედით. ამ დროს, უკვე "დინამოშიც" ვთამაშობდი, 140 მანეთი ხელფასი დამინიშნეს. პირველ კურსზეც ვიყავი, სტიპენდიასაც ვიღებდი და ჯიბის ფულიც მქონდა. დედაჩემზე მეტი ხელფასიც მქონდა და მამაჩემზეც. დიდუბეშიც პატარა სახლი გვქონდა და მორიგეობით, ერთი ჩვენგანი "ლეჟანკაზე" უნდა დაწოლილიყო. ერთი, ტყუპებს კითხე, საწოლის გაცვლაში რამდენი "თუმანი" აქვთ აღებული? მატყავებდნენ.

- რომელი უფრო "იმაზებოდა"?
- ორივე! ეს ხუმრობით, თორემ ჩვენ არაფერს ვყოფთ. კარგი ძმები რომ მყავს, ესაა ყველაზე დიდი ბედნიერება, რომლის ფასიც ვერც ერთი საფეხბურთო ტიტული ვერ იქნება.

- არადა, ყველას ჰგონია, რომ თქვენს ოჯახს სიმდიდრე ოდითგანვე მოსდგამდა.
- ტირილს არ დავიწყებ. მაგრამ ყველამ იცის, მამაჩემი და დედაჩემი ვინ არიან. საბჭოთა კავშირი რომ არ დაშლილიყო, შესაძლოა, ჩვენ პრობლემებიც გვქონოდა. 20 წლის განმავლობაში, დედაჩემი სასწრაფოში მუშაობდა და სამ დღეში ერთხელ ღამეს ათენებდა. მდიდრები რომ ვყოფილიყავით, ასე იქნებოდა?

მაგრამ ესეც არველაძეებზე აგორებული ერთ-ერთი ჭორია. ესაა ბოღმა, შური, მამაძაღლობა. ამას ბავშვობაში ყურადღებას არ ვაქცევდი, რადგან რაღაც ეტაპამდე ვერ ვხვდებოდი, რა იყო ღვარძლი და შური. მერე, ვიყავით "დინამოში", ნაკრებში, უცხოეთში, მეტი წარმატება მოვიდა და შესაძლოა, ძმები ვიღაცას არ მოსწონდა.

არველაძეებმა დაგვღუპესო?!
- არ გაგიგიათ, ქართული ფეხბურთი, თურმე, არველაძეებმა რომ დავღუპეთ? გაგრძელება

ioseba
22 აგვისტო 2018 19:28
რაც იტამასჰეტ საზგვარ გარეტ ქვეკნისტვის რა გააკეტეტ ფედერაციასჰი იკავიტ და გამოჯამეტ იკაურობა
daviti
22 აგვისტო 2018 12:51
სხვებთან ერთად თქვენც
ტოტო
22 აგვისტო 2018 11:18
ფაქტია,რომ ფეხბურთი,რასაც ფეხბურთი ჰქვია ნამდვილად აღარ არსებობს.
მთლიანად თქვენს მიერ დანგრეული ვერ იქნება,მაგრამ დანგრევაში მონაწილეობა ნამდვილად გაქვთ მიღებული.
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
აპირებთ თუ არა არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის მიღებას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!..
აპირებთ თუ არა არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის მიღებას?
დღის კითხვადი სტატიები
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები