"მათი მარცხი კი არა, ჩემი გამარჯვება მიხარია" - სამბისტი ვახტანგ ჩიდრაშვილი მსოფლიო ჩემპიონი მეექვსედ გახდა - კვირის პალიტრა

"მათი მარცხი კი არა, ჩემი გამარჯვება მიხარია" - სამბისტი ვახტანგ ჩიდრაშვილი მსოფლიო ჩემპიონი მეექვსედ გახდა

სამბისტი ვახტანგ ჩიდრაშვილი მსოფლიო ჩემპიონი გახდა. კორეაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე მან 57კგ. წონით კატეგორიაში ოქროს მედალი მოიპოვა. ჩიდრაშვილი მსოფლიო ჩემპიონი მეექვსედ გახდა.

ქართველმა სპორტსმენებმა კორეაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე კიდევ რამდენიმე მედალი მოიპოვეს. კერძოდ, ლევან ნახუცრიშვილმა (74კგ.) და გივი ნადარეიშვილმა (52კგ.) ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს, ვერცხლის მედლები მოიპოვეს - პაატა ღვინიაშვილმა (90კგ.) და მინდია ლილუაშვილმა (68კგ.). ვერცხლის მედალი მოიპოვა ასევე ნინო ოძელაშვილმა (72კგ.)

ჟურნალმა "გზამ" ამ ცოტა ხნის წინ ჩაწერა ინტერვიუ მსოფლიო ჩემპიონთან, გთავაზობთ ამონარიდებს:

"არ მიკვირს, რომ ჩემით თქვენც მას შემდეგ დაინტერესდით, რაც რუსი სპორტსმენი დავამარცხე. ყველა ამაზე აკეთებს აქცენტს.

ზოგჯერ მგონია, რომ ხალხს ჩემი ოქროს მედალი კი არა, რუსი სპორტსმენის დამარცხება უფრო უხარია. ამ დროს ჩემთვის მნიშვნელობა არა აქვს, ტატამზე რუსი მეყოლება მეტოქედ, აზერბაიჯანელი თუ ამერიკელი. ტატამზე მდგომი მეტოქე მტერი ვერ იქნება, თუნდაც რუსი იყოს..."

"მტერია ის რუსი, რომელსაც სამხედრო ფორმა აცვია, შეიარაღებულია და ჩემს მიწას იტაცებს, ჩემს ხალხს კლავს. რუს სპორტსმენთან რა მაქვს გასაყოფი? ჩვენ ერთი საქმე, ერთი მიზანი და ცხოვრების ერთნაირი წესი გვაქვს. მე მათი მარცხი კი არა, ჩემი გამარჯვება მიხარია. ორთაბრძოლას დავასრულებთ და ერთმანეთს ხელს ჩამოვართმევთ, სულ ეს არის..." იხილეთ სრულად