"მათი მარცხი კი არა, ჩემი გამარჯვება მიხარია" - სამბისტი ვახტანგ ჩიდრაშვილი მსოფლიო ჩემპიონი მეექვსედ გახდა
"მათი მარცხი კი არა, ჩემი გამარჯვება მიხარია" - სამბისტი ვახტანგ ჩიდრაშვილი მსოფლიო ჩემპიონი მეექვსედ გახდა
სამბისტი ვახტანგ ჩიდრაშვილი მსოფლიო ჩემპიონი გახდა. კორეაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე მან 57კგ. წონით კატეგორიაში ოქროს მედალი მოიპოვა. ჩიდრაშვილი მსოფლიო ჩემპიონი მეექვსედ გახდა.

ქართველმა სპორტსმენებმა კორეაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე კიდევ რამდენიმე მედალი მოიპოვეს. კერძოდ, ლევან ნახუცრიშვილმა (74კგ.) და გივი ნადარეიშვილმა (52კგ.) ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს, ვერცხლის მედლები მოიპოვეს - პაატა ღვინიაშვილმა (90კგ.) და მინდია ლილუაშვილმა (68კგ.). ვერცხლის მედალი მოიპოვა ასევე ნინო ოძელაშვილმა (72კგ.)

ჟურნალმა "გზამ" ამ ცოტა ხნის წინ ჩაწერა ინტერვიუ მსოფლიო
ჩემპიონთან, გთავაზობთ ამონარიდებს:

"არ მიკვირს, რომ ჩემით თქვენც მას შემდეგ დაინტერესდით, რაც რუსი სპორტსმენი დავამარცხე. ყველა ამაზე აკეთებს აქცენტს.
ზოგჯერ მგონია, რომ ხალხს ჩემი ოქროს მედალი კი არა, რუსი სპორტსმენის დამარცხება უფრო უხარია. ამ დროს ჩემთვის მნიშვნელობა არა აქვს, ტატამზე რუსი მეყოლება მეტოქედ, აზერბაიჯანელი თუ
ამერიკელი. ტატამზე მდგომი მეტოქე მტერი ვერ იქნება, თუნდაც რუსი იყოს..."

"მტერია ის რუსი, რომელსაც სამხედრო ფორმა აცვია, შეიარაღებულია და ჩემს მიწას იტაცებს, ჩემს ხალხს კლავს. რუს სპორტსმენთან რა მაქვს გასაყოფი? ჩვენ ერთი საქმე, ერთი მიზანი და ცხოვრების ერთნაირი წესი გვაქვს. მე მათი მარცხი კი არა, ჩემი გამარჯვება მიხარია. ორთაბრძოლას დავასრულებთ და ერთმანეთს ხელს ჩამოვართმევთ, სულ ეს არის..." იხილეთ სრულად








მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
21-09-2020
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
21-09-2020
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
კორონავირუსის შემთხვევების მატების მიუხედავად ხელისუფლება მკაცრი შეზღუდვების დაწესებას აღარ აპირებს. როგორ აფასებთ მთავრობის ამ გადაწყვეტილებას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
კორონავირუსის შემთხვევების მატების მიუხედავად ხელისუფლება მკაცრი შეზღუდვების დაწესებას აღარ აპირებს. როგორ აფასებთ მთავრობის ამ გადაწყვეტილებას?
დღის კითხვადი სტატიები
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები