"მე-7 წელია უცხოეთში გადახვეწილი დედაჩემი ვიღაც მოხუცს უვლის, ჩვენ რომ აქ არაფერი მოგვაკლდეს"
"მე-7 წელია უცხოეთში გადახვეწილი დედაჩემი ვიღაც მოხუცს უვლის, ჩვენ რომ აქ არაფერი მოგვაკლდეს"
"გამოუვალ მდგომარეობაში ღმერთმა არასოდეს გამყოფოს. აღარ ვიცი, სად ვეძებო გამოსავალი. ახლა მხოლოდ ის მინდა, მიწა გასკდეს და ჩამიტანოს. კიდევ ერთხელ დავმარცხდი, სატანამ ჩემზე გაიმარჯვა", - ეს სულისშემძვრელი სიტყვები 34 წლის დათოს ეკუთვნის, რომელიც რამდენიმე დღის წინ დაახლოებით ღამის 01:00 საათზე საბურთალოზე, ერთ-ერთ კაზინოსთან გავიცანი. გაცნობაც არის და გაცნობაც - იმ ადგილას
მაშინ ჩავიარე, როცა უცნობი მამაკაცი თავის თავს ხმამაღლა ესაუბრებოდა უცნაური ჟესტიკულაციით, არაადეკვატურად იქნევდა ხელებს. დახმარება შევთავაზე... რამდენიმეწამიანი დუმილის შემდეგ
მორიდებით 3 ლარი მთხოვა, სახლამდე როგორმე უნდა მივიდეო. მოკლედ, ჩემი ახალი ნაცნობი ლუდომანი აღმოჩნდა. დიდ­ხანს ვისაუბრეთ, დიდხანს ვეძებე გამოსავალი და მაინც ვერსად ვიპოვე ის ნათელი წერტილი,
რომელიც მის მდგომარეობას შეამსუბუქებდა.

დათო: - დღესაც არ გამიმართლა, წავაგე. ამის გადამკიდემ, ცხოვრება წავაგე. ყველაზე საშინელი ის არის, რომ
ვაცნობიერებ ჩემს მდგომარეობას და მაინც უძლური ვარ. შინ მამა მყავს ონკოლოგიური ავადმყოფი, გასულ წელს სიმსივნის მესამე სტადია დაუდგინდა. ყელზე ოპერაცია გავუკეთეთ და ლაპარაკი აღარ შეუძლია.

დედამ საბერძნეთიდან ფული გამოგზავნა წამლების საყიდლად და ის თანხა წავაგე - დედაჩემის ნაშრომი, ღამეების თევის ფასად შეკოწიწებული, მამაჩემის წამლის ფული.

დედა მეშვიდე წელია იქ არის. ამ ხნის განმავლობაში არ მინახავს და, ალბათ, ვერც ვერასდროს­ შევხედავ­ თვალებში. არაკაცი ვარ, აბა, რა?! უცხოეთში გადახვეწილი ვიღაც მოხუცს უვლის, რომ ჩვენ აქ არაფერი მოგვაკლდეს.

მე დიდი ხანია დავამთავრე ცხოვრება, მაშინ გადაესვა ხაზი, როცა სული ეშმაკს­ მივყიდე. ახლა უბრალოდ ცოცხალი ვარ, არსება... საკუთარი თავისგან იმედგაცრუებული მოსიარულე გვამი ვარ.

მოგებისა და უკეთესი მომავლის იმედით ყველაზე მთავარი წავაგე - ცხოვრება. 2.300 დოლარი გავაქრე, არც დღეს გამიმართლა, არც გუშინ... ვიცი, ფიქრობ, რომ ავადმყოფი ვარ, ასეა, ვაცნობიერებ ჩემს მდგომარეობას, მაგრამ უძლური ვარ, დავმარცხდი.
როგორც კი ფულს დავინახავ, ტვინში მხოლოდ სათამაშო სიგნალი იწყებს ციმციმს და ყველას და ყველაფერს მავიწყებს.

- ეს როდის დაიწყო? გაგრძელება
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
თვის კითხვადი სტატიები