რა კავშირი აქვს ახმედ ჩატაევს სტამბოლის ტერაქტებთან?! - კვირის პალიტრა

რა კავშირი აქვს ახმედ ჩატაევს სტამბოლის ტერაქტებთან?!

ბოლო მონაცემებით, სტამბოლის, ათათურქის აეროპორტში მომხდარ ტერაქტებს 43 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. თურქულ მედიაში ვრცელდება სხვადასხვა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ვინ არის ტერაქტების მონაწილე და ორგანიზატორი. (იხ: ტერორისტი ფეხსაცმლის მეშვეობით ამოიცნეს - თურქეთის ტერაქტების ერთ-ერთი მონაწილის ვინაობა დადგენილია?!)

თურქეთის მთავრობაში არ გამორიცხავენ, რომ თავდასხმა დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ იყო ორგანიზებული.

თურქული მედიასაშულაების ინფორმაციით, სტამბოლის ათათურქის საერთაშორისო აეროპორტში მომხდარი ტერაქტის ორგანიზატორი „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ეთნიკური ჩეჩენი ახმეტ ჩატაევია, თუმცა როგორც "როიტერი" იტობინება, თურქეთის ხელისუფლებამ ჩატაევის ორგანიზატორობაზე ინფორმაცია უარყო.

სააგენტო აღნიშნავს, რომ სტამბოლის ათათურქის საერთაშორისო აეროპორტზე თავდასხმაში მონაწილე სამივე თვითმკვლელი ტერორისტი უცხოელი იყო რუსეთიდან, უზბეკეთსა და ყირგიზეთიდან.

წყარო თურქეთის ხელისუფლებიდან „როიტერთან“ საუბარში უარყოფს თურქულ მედიაში გავრცელებულ იმ ინფორმაციასაც, რომ ერთ-ერთი თვითმკვლელი - „ისლამური სახელმწიფოს“ წევრი, ვინმე ჩეჩენი ოსმან ვადინოვია.

იხილეთ ასევე: "არ ვიცოდით, ვინ საით გავრბოდით" - რას ჰყვებიან ათათურქის აეროპორტში მომხდარი ტერაქტის თვითმხილველი ქართველები

"ინტერპრესნიუსი"