"რესპუბლიკელები" ტროას ცხენივით შემოყვნენ ივანიშვილს პოლიტიკაში"
"რესპუბლიკელები" ტროას ცხენივით შემოყვნენ ივანიშვილს პოლიტიკაში"
22-02-2016
"მინდა მჯეროდეს, რომ სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმის შეცვლისას, ამერიკელებმა დააძალეს ბიძინა ივანიშვილს "რესპუბლიკელების" კოალიციაში შეყვანა და ეს მისი იდეა არ იყო"

"გოგი თოფაძის განცხადებები ანტიდასავლურ კურსზე ჩრდილოელი მეზობლის განცხდებებს ემთხვევა. თოფაძე ანტიდასავლურად განწყობილ პირებთან, მათ შორის, ლევან ვასაძესთან ერთად ცდილობს ჯგუფის წამყვანი ფიგურა გახდეს. ვასაძესთან პრეტენზია არ მაქვს, რადგან ის საქართველოს ხელისუფლებას არ წარმოადგენს, თოფაძე კი, მმართველ გუნდშია. ამიტომაც მიჩნდება ლეგიტიმური კითხვა, რატომ არის ე ს ადამიანი ჩვენს რიგებში?" - განაცხადა გოგო თოფაძისა და რესპუბლიკური პარტიის დაპირისპირების თაობაზე საუბრისას დავით ბერძენიშვილმა (იხილეთ სრულად). ამ საკითხს ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ "კვირის პალიტრასთან" ისაუბრა:

"როდესაც საქართველოს მოღალატეები მის ვნებასა და ნგრევას აგრძელებენ, ჩვენ სხვა არჩევანი არ გვრჩება გარდა იმისა, რომ ყველაფერს თავის სახელი დავარქვათ, თუნდაც ამის შედეგად მორიგი ცილისწამებისა და სიბინძურის ტალღა მივიღოთ.

მინდა მჯეროდეს, რომ სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმის შეცვლისას, ამერიკელებმა დააძალეს ბიძინა ივანიშვილს "რესპუბლიკელების" კოალიციაში შეყვანა და ეს მისი იდეა არ იყო. ალბათ, ეს იყო ულტიმატუმი - თუ არ იქნებოდნენ კოალიციაში "რესპუბლიკელები", ივანიშვილს საპარლამენტო არჩევნებზე გამარჯვების შანსი არ ექნებოდა. ამრიგად, მიმაჩნია, რომ "რესპუბლიკელები" ტროას ცხენივით შემოყვნენ ივანიშვილს პოლიტიკაში და უცხოელი პატრონების დაკვეთით მოექცენ ხელისუფლების სათავეში. 9 აპრილის შემდეგ, როდესაც ცოცხალ-მკვდარი კრწანისში თვალის კლინიკაში ვიწექი, ქართველმა ნამუსიანმა კომუნისტებმა პარტბილეთები გადაყარეს, კომპარტიამ კი მაშინ დაიწყო დაცლილი კვოტების შევსება და თავის რიგებში ის ხალხი მიიღო ვისაც ძალიან უნდოდა, მაგრამ ვერ ხვდებოდა პარტიაში. დავით უსუფაშვილმა სწორედ მაშინ აიღო პარტბილეთი, მის მეუღლეს, ქალბატონ თინა ხიდაშელს კი ნათქვამი აქვს მე სულ არ მედარდება საქართველო დაიბრუნებს თუ არა აფხაზეთსო და დღეს ის ჩვენს მეომრებს ხელმძღვანელობს, რაც მათი შეურაცხყოფაა...

ლევან ბერძენიშვილის მიერ კა-გე-ბე-სთვის მიერ მიცემული აღიარებითი ჩვენებები კი ყველას წაკითხული გვაქვს.
ახლა დავით უსუფაშვილი, თინათინ ხიდაშელი და ძმები ბერძენიშვილები მასწავლიან საქართველოს დამოუკიდებულეობისთვის ბრძოლას და ვაჟკაცობას?! ხვალ ჩინურმა კონფუციონიზმმა თუ რუსულმა აღორძინებულმა იმპერიალიზმმა საქართველოდან ამერიკელები და ევროპელები რომ გააძევონ, "რესპუბლიკელებს" ვერავინ დაასწრებს მათ სამსახურში ჩადგომას. "რესპუბლიკელებს" არანაირი პრიციპები არ აქვთ და შეიძლება, ხალხს, რომლებიც ნდობით არ სარგებლობენ საზოგადოებაში, ასეთი მაღალი თანამდებობები ეკავოთ?! ესაა ლიბერალური დემოკრატია? დიახაც, რომ სამწუხაროდ, ესაა! ეს იგივე ლიბერალური - დემოკრატიაა, რომელმაც ხალხის გამაუპატიურებელი სააკაშვილი ხელშეუხებელი გახადა. ასე რომ, "რესპუბლიკები" "ნაციონალების" იდეოლოგიური ძმები არიან"

გახდით გაზეთ "კვირის პალიტრის" ხელმომწერი უკვე ინტერნეტში, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და იხილეთ ინტერვიუ სრულად.
nhgnjet
25 თებერვალი 2016 22:01
სხვათაშორის ჯერ ტროას ცხენი შევიდა...
shako
24 თებერვალი 2016 23:33
sruliad martals ambobt batono levan, ultimatumi waukena amerikelebma ivanishvils, tu respublikelebs ar sheikvandnen parlamentshi, isev kacichamia nacebi iknebodnen xelisuflebashi, gmertma ar knas nacebis dabruneba da respublikelebis darchena xelisuflebashi, kvekana jer nacebma exla respublikelebma dagupes
სხვა სიახლეები
ჩვენში დიდი გამოხმაურება მოჰყვა საქართველოში რუსული კომპანიის "იანდექს ტაქსის" შემოსვლას, რომელმაც მომსახურება თბილისში 23 აგვისტოდან დაიწყო.
დაწვრილებით...
"ამას ფარცხალაძესთან ერთადაც ექნება უეჭველი სიგრილეში საზამთროზე კბილი გაკრული, ვანო ჩხარტიშვილის ოჯახური გვერდში დგომით"
დაწვრილებით...
ერთია საზოგადოებრივი ინტერესი, მეორე კი ის, რომ მშენებლობების შეზღუდვა ეკონომიკურ განვითარებაზე ნეგატიურად იმოქმედებს.... ნუ დაგვავიწყდება, რომ მშენებლობებზე ხალხი საქმდება, შემოსავალს იღებს. ესეც საზოგადოებრივი ინტერესია...
დაწვრილებით...
PRIME
ხეების ჩეხვის ყველაზე აქტიურად აპროტესტებენ "მწვანე პარტიზანები", რომელთა ხელმძღვანელის, ნატა ფერაძის მიერ ერთ-ერთი ტელეკომპანიის" ეთერში სკაბრეზულმა გამოთქმამ სკანდალი გამოიწვია.
დაწვრილებით...
PRIME
განიხილება თუ არა სალომე ზურაბიშვილი მომავალ საგარეო საქმეთა მინისტრად?!

"არავის ვპირდები - მილს გამოგიცვლით-მეთქი"
დაწვრილებით...
PRIME
"ხშირად გვესმის პროვოკაციული განცხადებები, რომ ცეცხლზე ნავთი დავასხათ, თუმცა..."
დაწვრილებით...
PRIME
მოგეხსენებათ, საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრისალომე ზურაბიშვილი ამჯერად მთაწმინდის მაჟორიტარობისთვის იბრძვის - როგორც დამოუკიდებელმა მაჟორიტარმა კანდიდატმა მმართველი პარტიისგან მხარდაჭერა მხოლოდ მან დაიმსახურა და მანდატის მოსაპოვებლად "ქართული ოცნების" კანდიდატთან დაპირისპირება არ უწევს.
დაწვრილებით...
თბილისის საკრებულოს სხდომაზე დედაქალაქის მერს, დავით ნარმანიას გამოსვლა შეაწყვეტინეს.
დაწვრილებით...
24 აგვისტოს, მთავრობის სხდომაზე პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ მთის კურორტების განვითარებსთვის ახალი სახელმწიფო შპს შეიქმნება, რომელსაც სოსო ჯაჭვლიანი უხელმძღვანელებს. როგორც პრემიერმა განაცხადა:
დაწვრილებით...
"განაცებული" ბურჭულაძის რეიტინგი ამ პოლიტიკური მანევრით მხოლოდ ნულს გაუტოლდება"

"პაატა ბურჭულაძის პარტიის ოფისში სკამიც კი "ნაციონალური მოძრაობის" ჰაერით სუნთქავს"
დაწვრილებით...
გირავდება ბინა ცხოვრების უფლებით, იპოთეკის
ქირავდება ახალგარემონტებული, უცხოვრებელი 2 ოთახიანი
სასწრაფოდ იყიდება 3 ოთახიანი გარემონტებული
იყიდება! ბინა, 8(8) სართულზე (კუთხის)
მასალების გადაბეჭდვა/რეპროდუცირება აკრძალულია, იხილეთ მასალის გამოყენების პირობები