"მასთან ჯერ კიდევ მუშაობენ ციხის ფსიქოლოგები" - რატომ გადაიდო მამიდაშვილის მკვლელობაში ბრალდებულის სასამართლო განხილვა
"მასთან ჯერ კიდევ მუშაობენ ციხის ფსიქოლოგები" -  რატომ გადაიდო მამიდაშვილის მკვლელობაში ბრალდებულის სასამართლო განხილვა
უზნაძის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის სასამართლო განხილვა უკვე მეორედ გადაიდო. პროკურატურამ საგამოძიებო ვადის გაგრძელება უკვე მეორედ მოითხოვა, რაც სასამართლომ დააკმაყოფილა. როგორც ირკვევა, მამიდაშვილის მკვლელობაში ბრალდებულთან ციხის ფსიქოლოგები მუშაობენ.
როგორც "ინტერპრესნიუსს" მამიდაშვილის მკვლელობაში ბრალდებულ რობერტ ახალაიას ადვოკატმა ოლგა გეჯაძემ განუცხადა, გამოძიებამ ვადის გაგრძელება ექსპერტიზის დასკვნების არქონის გამო მოითხოვა. მისივე თქმით, გამოძიებას როგორც
ბრალდებულის ფსიქიკური ჯანმრთელობის თაობაზე დასკვნა, ასევე გარდაცვლილის ცხედრის ექსპერტიზის დასკვნა ჯერ კიდევ არ მიუღია.

"არაფერი მიგვიღია, არც ცხედრის გამოკვლევა, არც ფსიქოლოგიური და ფსიქიატრიული ექსპერტიზა. გაუჭირდათ ალბათ, ვინაიდან რთული შემთხვევაა. ამჯამად ახალაიას მდგომარეობა ნორმალურია. მასთან ჯერ კიდევ მუშაობენ ციხის ფსიქოლოგები", - განაცხადა ოლგა გეჯაძემ.
უზნაძის ქუჩაზე მკვლელობა 16 ივლისს მოხდა. 19 წლის ანა ხელაძის ცხედარი საცხოვრებელ სახლში იპოვეს. მას დანით მრავლობითი ჭრილობები ჰქონდა მიყენებული. პოლიციამ მკვლელობაში ბრალდებული რობერტ ახალაია მომხდარიდან მეორე დღეს ფოთში დააკავა. მოკლული რობერტ ახალაიას მამიდაშვილი იყო. 19 წლის ანა ხელაძის მკვლელობაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.

იხილეთ ასევე: "უთქვამს, საშინელებათა ფილმს ვუყურებდი და ამიტომ მოვი­ჭამე თითი, მერე ანა მოვკალი დანითო"
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
რუბრიკის სხვა სიახლეები
16-10-2017
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
16-10-2017
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
როგორ შეაფასებთ დღეს საქართველოში დემოკრატიის ხარისხს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ დღეს საქართველოში დემოკრატიის ხარისხს?
თვის კითხვადი სტატიები