8-წლიანი პატიმრობა "ბახალას" - რატომ დააკავეს ქეთი დოლიძის ვაჟი?
23 იანვარს, მსახიობ გიორგი გიორაგანაშვილს ("ბახალა") მოსამართლე შორენა გუნცაძემ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, რასაც სასამართლო დარბაზში ხმაური მოჰყვა.  რის შემდეგაც ბექა წიქარიშვილი და რეჟისორი თორნიკე ბზიავა თბილისის საქალაქო სასამართლოს მანდატურის სამსახურმა სასამართლოს ეზოში დააკავა.

მანდატურის სამსახურის ინფორმაციით, სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ განსაკუთრებით აქტიურობდნენ სწორედ წიქარიშვილი და ბზიავა, რომელიც რეჟისორ ქეთი დოლიძის ვაჟია. მანდატურების მტკიცებით, მათი მხრიდან იყო სიტყვიერი შეურაცხყოფა საქალაქო სასამართლოს ეზოში და ასევე დაკავებამდე აგური ესროლეს საქალაქო სასამართლოს
კარს.

არსებული ინფორმაციით, ისინი ადმინისტრაციული წესით არიან დაკავებულები.

შეგახსენებთ, მსახიობ გიორგი გიორგანაშვილს ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვისთვის წარუდგინეს. თავად ბრალდებული წარდგენილ ბრალს არ აღიარებს.

პ.ს. მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ თორნიკე ბზიავა 500-ლარიანი ჯარიმის სანაცვლოდ გაათავისუფლეს. ბექა წიქარიშვილის სასმართლო პროცესი კი 24 იანვარს გაიმართება.


ნინო
03 აპრილი 2018 08:19
აგარ იციან რა გზაას დაადგნენ ახალგაზრდები.როგორ შეინახონ და გამოკვებონ ოჯახები.რითაც შეუზლიათ მას აკეთებენ.მტავრობაა დადასჯელი რო სამუშაო ადგილები მართტო მატტვისა დარიგებული.და უკეტესი იქნება ეს პროკურატურს თუ მოისპობა და განადგურდება.ფულის მანქანა.უსამართლობა.მაგ ქვეყანაში ცხოვრება შეუძლებელია.
emigranti
02 თებერვალი 2018 01:53
სასწაულია რაც საქარტველოჰი ხდება,ეს უსამარტლობააა,....არ გამიკვირდება ტუ მალე კიდეუფრო მეტი ქარტველი დატოვებს სამჰობლოს,არაიმიტო რომ ნარკოტიკი სხვაგან უკეტ მოიხმაროს,სწორად გამიგეტ,საკუტარ ტავს და ოჯახს უჰველოს,ასეტ ნიჯიერ ბიჯებს გვერდიტ დგომა და სამუჰაო ჯირდებატ,დაეხმარეტ,მიეციტ გზა წინსვლისტვის....ნუ გავხდიტ საქარტველოს ჰინელების და არაბების საკუტრებად....
დალი
25 იანვარი 2018 11:19
საშინელ დღეში ვართ,ქვეყანა უკვე უფსკრულის პირასაა,სადაცაა გადავიჩეხებით და დროზე უნდა ვიმოქმედოთ.თუ გვინდა ჩვენს შთამომავლობას წესიერი ქვეყანა დაუტოვოთ.ეს ხალხი რამ ააცუნცრუკა რომ ამ ნარკომანებს,არატრადიციული ორიენტაციის მიმდევრებს,ეკლესიის და ქვეყნის მაგინებლებს "მხურვალედ" უჭერენ მხარს....სირცხვილია სიკო დოლიძის შთამომავალი რომ ნარკომანებს იცავს!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ თბილისის მერიის სატრანსპორტო პოლიტიკას ტაქსების რეგისტრაციის მიმართულებით?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ თბილისის მერიის სატრანსპორტო პოლიტიკას ტაქსების რეგისტრაციის მიმართულებით?