გიო ხუციშვილის აქამდე უცნობი ფოტოები - კვირის პალიტრა

გიო ხუციშვილის აქამდე უცნობი ფოტოები

ქართველი მომღერალი, გიო ხუციშვილი 11 ივნისს გარდაიცვალა.

რამდენიმე თვის წინ, ერთ-ერთ ინტერვიუში თავად განაცხადა, რომ მას უმძიმესი, სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. გიოსთვის ეს დიაგნოზი მოულოდნელი იყო. ექიმთან ფეხის ტკივილების ჩივილით მივიდა, თუმცა...

ამის შემდეგ დაიწყო ბრძოლა სიცოცხლის გადასარჩენად. გიო ხუციშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, მუსიკოსის რამდენიმე კონცერტი მოულოდნელად ჩაიშალა და ის საკუთარ მსმენელს აღარ შეხვედრია.

29 მაის ფილარმონიის წინ გიო ხუციშვილის ვარსკვლავი გაიხსნა. მანამდე მომღერალმა კონცერტი გამართა, სადაც ოცი სიმღერა შეასრულა, მათ შორის

იყო დუეტები მეუღლესთან და შვილთან, ზუკა ხუციშვილთან ერთად.

კონცერტს ფილარმონაში და ვარსკვლავის გახსნას უამრავი ცნობილი სახე ესწრებოდა. იქ იმყოფებოდა საქართველოს ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილიც. სწორედ მან გახსნა მომღერლის ვარსკვლავი.

გთავაზობთ მომღერლის აქამდე უცნობ ფოტოებს:

"გიო ხუციშვილი ვიყავი, მამაჩემის შვილი და ვიცოდი, უკადრისი არაფერი უნდა ჩამედინა"

"ჩემს ცხოვრებაში ბევრი ეტაპი იყო და რაღაცის თავიდან დაწყების არასდროს შემშინებია"